7 დეკემბერს რუსულ მედიაში (tsargrad.tv, news-kharkov.ru) გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში აქტივისტებს აგროვებენ, თბილისში, აქციებში მონაწილეობის მისაღებად. „ვეძებთ ძლიერ ბიჭებს საბრძოლო გამოცდილებით“. — რუსული მედიის მტკიცებით, ეს არის განცხადება უკრაინულ საიტზე. სტატიის მიხედვით, განცხადების ადრესატი ჩერნიჰივის მოსახლეობაა. მსურველებს დღეში 35 ევროს გადაუხდიან. პაკეტში ასევე შედის კვება და განთავსება. გარდა აღნიშნული განცხადებისა, რუსულ სტატიებში, ასევე, წერია, რომ...