26 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო tb24.ge-მა გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით „ფოტო განწყობისათვის — პატარების საჩუქარი მამებს 23 თებერვლისთვის». ფოტოს თანმხლებ მინაწერში ნათქვამია, რომ უკრაინის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მამების პატივსაცემად და 23 თებერვლის აღსანიშნავად, ზარბაზნების გაკეთება დაავალეს. ფოტოზე გამოსახულია ბავშვების მიერ გამოძერწილი ფალოსის ფორმები, რამაც tb24-ის მტკიცებით, სოციალურ მედიაში აღშფოთება და პედაგოგთა დასჯის მოთხოვნა გამოიწვია. tb24-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას...