2018 წლის 30 აგვისტოს ულტრამემარჯვენე პორტალმა „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “აშშ-ის ქალაქ ბოსტონის ხელისუფლება უარს აცხადებს მერიის შენობაზე ქრისტიანული დროშის აღმართვაზე მაშინ, როცა იქ ლგბტ დროშის აღმართვა მიღებული პრაქტიკაა”. მასალაში აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია Camp Constitution-ის დირექტორმა, ჰაროლდ შარტლიფმა, ქალაქის მერიის შენობაზე ჯვრის გამოსახულებიანი ქრისტიანული დროშის აღმართვაზე უარი მიიღო, რადგან ქალაქის ხელისუფლება თავს იკავებს არასეკულარული...