2018 წლის 19 სექტემბერს, მედია-კავშირი „ობიექტივის“ წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-დან საქართველოში ინვესტიციები არ ხორციელდება და აშშ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში არ ეხმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციებს მხოლოდ რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ახორციელებენ. ბონდო მძინარაშვილი, ტვ ობიექტვი: შეერთებული შტატებიდან აქ ინვესტიციები არ ხორციელდება, ძირითადად გერმანიაა ყველაზე მეტად დაინტერესებული...