15 ნოემბერს ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო» (Geworld) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა”. მასალაში მოცემულია ნაწყვეტები მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან. ერთ-ერთ ციტატაში, რომელიც 2013 წლის 18-24 სექტემბერით თარიღდება, ჭაჭია აღნიშნავს, რომ დასავლეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციებს არ ჩადებს, რის გამოც ქვეყანას ვალის აღება უწევს, რაც უკვე...