2018 წლის 19 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდზე “პოლიტიკანო” გამოქვეყნდა Ruptly-ს ვიდეო, რომელიც 18 ნოემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში სოციალისტების მიერ ჩატარებულ მარშს შეეხებოდა. პოლიტიკანოს თქმით, დემონსტრანტებმა 2019 წლის 24 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურ პარტიას დაუჭირეს მხარი. პოლიტიკანოსვე მტკიცებით, აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც მოლდოვას მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს. პოლიტიკანო: “დემონსტრანტები მოლდოვის ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც...