2018 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა „ეროვნული ძალა“ გამოაქვეყნაპოსტი, გზავნილით „მულტიკულტურალიზმი ანადგურებს ევროპას და გაგვანადგურებს ჩვენც“. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად მოყვანილია სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ევროპულ ქვეყნებში მულტიკულტურალიზმი დანაშაულის ზრდისა და მოსახლეობაში სატიტულო ერის წილის შემცირების მიზეზია. პოსტში ასევე აღნიშნულია, თითქოს გაეროს დასკვნით, 2050 წლისთვის “ქართველები შესაძლოა, უმცირესობად იქცნენ საკუთარ სამშობლოში,” რადგან ქართველი ეთნოსის შობადობა არის დაბალი...