ატლანტიკური საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილი პლატფორმის DFRLab-ის ცნობით, 2018 წლის 17 იანვარს ფეისბუქმა სპუტნიკთან დაკავშირებული 289 გვერდი და 75 ანგარიში გააუქმა. ეს გვერდები 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა. გვერდებს ჯამში 853,413 მიმდევარი ჰყავდა, მაშინ როცა სპუტნიკის ოფიციალურ...