2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 5 წელი გავიდა. ეს დღე რუსეთში დღესასწაულად არის გამოცხადებული, ხოლო ანექსია შეფასებულია, როგორც “გრძელი გზა შინისკენ”, “ისტორიული დაბრუნება”, წლისთავის აღმნიშვნელ ფესტივალს “ყირიმის გაზაფხულიც” კი უწოდეს. ვლადიმირ პუტინი მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად თავად ჩავიდა ყირიმში და ორი ელექტროსადგური, რომლებიც რეალურად გასული წლიდან ნაწილობრივ მოქმედებდნენ, საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამავდროულად, Sputnik-ი, რომელიც ანექსიას,...