21 აპრილს პანკისის ხეობაში დაპირისპირება ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო. „ხადორი 3″-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას პანკისელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მოსახლეობამ კი, სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა როგორც სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი...