17 მაისს გაუქმდა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ხშირად ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციებს აქვეყნებდნენ. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები ავრცელებდნენ ჰომოფობიური ხასიათის პოსტებს. 8 მაისს დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ანგარიშიც....