საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ვიზიტის გასაპროტესტებლად 20-21 ივნისს გამართულ აქციებთან დაკავშირებით რუსულ და ქართულ მედიაში ახალი ნარატივები გაჟღერდა, რომლებიც პარალელს ავლებენ, ერთი მხრივ, თბილისის აქციებსა და ვარდების რევოლუციას შორის, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებად წარმოაჩენენ, მეორე მხრივ კი, საქართველოში მიმდინარე პროტესტს 2014 წელს უკრაინაში მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს ადარებენ. გზავნილი, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 21...