2019 წლის 17 ივლისს, ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა — “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი“. სტატიაში საუბარია, თუ როგორ დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება და მოყვანილია ნორვეგიის მაგალითი, რომელიც, ავტორის აზრით, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო მაინც დაზარალდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ რუსეთში...