EUvsDisinfo-ს ცნობით, 29 აგვისტოს რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლუბოვ სობოლს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. სობოლი აცხადებს, რომ როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა, მას ორი პირი მიუახლოვდა, ერთმა სობოლს “ბინძური” სითხე შეასხა, მეორე კი ყველაფერს კამერით იღებდა. რუსი ოპოზიციონერის თქმით, თავდამსხმელებიდან მხოლოდ ერთის ამოცნობა მოახერხა და დარწმუნებულია, რომ ის “ტროლების ქარხნის” მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან, დაკავშირებული პირია. როგორ გააშუქა...