2019 წლის 14 სექტემბერს ონლაინ პორტალის Tvm.ge-ს ვებ-გვერდზე, ხოლო 15 სექტემბერს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იდენტური სტატიები, სათაურით “სამცხე-ჯავახეთის სომხები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში „დამოუკიდებლობას“ მოითხოვენ”. მასალაში მიმოხილულია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების სეპარატისტული განწყობები და მოყვანილია სომხეთის რესპუბლიკის დეპუტატის შირაკ ტოროსიანის ციტატა, რომლის თანახმადაც, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მოსალოდნელია,...