2019 წლის 27 სექტემბერს “ობიექტივის” ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალეს, გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს. ამ ქვეყნების მაგალითებად მან ფინეთი და იაპონია დაასახელა. გოჩა თევდორაძე, პატრიოტთა ალიანსი: „ნათელი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების, თუ გინდა ფინეთი, იაპონია, რომლებმაც თავიანთი რიტორიკა, მიდგომები რუსეთთან მიმართებაში შეცვალეს და შესაბამისად გარკვეულ შედეგებსაც...