17 მაისს, პორტალმა Geworld.ge -მა ე.წ. “ალენ დალესის გეგმის” შესახებ ცნობილი კონსპირაცია კვლავ გააცოცხლა. აღნიშნული კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. მასალაში სახელწოდებით “ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეს ქართველთა ამაღლება თუ დაცემა?”ნათქვამია, რომ 1947 წელს ალენ დალესმა “კონგრესისა თუ სენატის წინაშე”...