30 აპრილიდან მწერალი მერაბ რატიშვილი და რამდენიმე ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიში, მათ შორის, ყოფილი უკრაინელი დიპლომატი ანდრიი ტელიჟენკო, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზეწოლას ახორციელებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრშეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად ან ახლავე დაიწყოს, ან რუსეთთან კაპიტულაციას დათანხმდეს. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის...