ვიდეომანიპულაცია, თითქოს ზვიად ძიძიგური არჩევნების შედეგებს აღიარებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ზვიად ძიძიგური
97
VIEWS

17 თებერვალს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-იმ გამოაქვეყნა (1;2) პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის ვიდეო აღწერით: “ზვიად ძიძიგურმა არჩევნების შედეგები აღიარა”. ტელეკომპანია პირველის გადაცემიდან ამოჭრილ ვიდეოში ის ამბობს: “850 000-მა ადამიანმა ხმა მისცა მათ წინააღმდეგ. 850 000 ადამიანს როცა ასეთი ენით ელაპარაკები, როდესაც ასეთი მეთოდებით უპირისპირდები, შეუძლებელია, რომ ამ 850 000 ადამიანიდან ვინმეს ან შეეშინდეს, ან პოზიცია შეიცვალოს ამის შემდეგ, პირიქით ხდება…”  

იგივე ვიდეო გაავრცელა პროსახელისუფლებო ექსპერტმა, ნინო ფოჩხუამ. ძიძიგურის ვიდეოზე მისი შეფასება გააშუქა მედიაჰოლდინგმა “კვირა”; “იმედმა” “ქართულმა აზრმა”; ნიუსჰაბმა; რეპორტიორმა”; InfoPostalioni.com-მა. მტკიცებასთან დაკავშირებით პროსახელისუფლებო მედიამ ასევე გააშუქა ხალხის ძალის წევრის, ზურაბ ქადაგიძის გამოხმაურება (1;2;3).

ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგურის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. ვიდეო ისეა მოჭრილი, რომ აღიქმება, თითქოს ძიძიგური თავად ადასტურებს, რომ ოპოზიციას ხმა 850 000-მა ადამიანმა მისცა. რეალურად, ეთერში ის წინადადების დაწყებამდე ამბობს სიტყვებს “მათივე გადმოსახედიდან, მათივე ციფრებით”, რაც ადასტურებს, რომ არჩევნებში მიღებულ ხმებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე არ საუბრობს.  

გადაცემა “დღის ამბები”, რომლიდანაც POSTV-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოა ამოჭრილი, ტელეკომპანია პირველის ეთერში 17 თებერვალს გავიდა. სრული მონაკვეთის ყურებით, რომელშიც აეროპორტში გიორგი გახარიაზე თავდასხმას განიხილავდნენ, ნათელი ხდება, რომ ძიძიგური არ საუბრობდა იმაზე, თუ რამდენი ხმა მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მისი აზრით. პოლიტიკოსი განიხილავდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ პროცენტებს, სწორედ ამას მიანიშნებს სიტყვები “მათივე ციფრებით”.  

ამოჭრილი ციტატა სრული ციტატა
“850 000-მა ადამიანმა ხმა მისცა მათ წინააღმდეგ. 850 000 ადამიანს როცა ასეთი ენით ელაპარაკები, როდესაც ასეთი მეთოდებით უპირისპირდები, შეუძლებელია, რომ ამ 850 000 ადამიანიდან ვინმეს ან შეეშინდეს, ან პოზიცია შეიცვალოს ამის შემდეგ, პირიქით ხდება…” [31:50-დან] “მათივე გადმოსახედიდან, მათივე ციფრებით, 800 000-მა თუ 850 000-მა ადამიანმა ხმა მისცა მათ წინააღმდეგ. 850 000 ადამიანს როცა ასეთი ენით ელაპარაკები, როდესაც ასეთი მეთოდებით უპირისპირდები, შეუძლებელია, რომ ამ 850 000 ადამიანიდან ვინმეს ან შეეშინდეს, ან პოზიცია შეიცვალოს ამის შემდეგ, პირიქით ხდება…”

 “მითების დეტექტორი” ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა. პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ გადაცემის აღნიშნულ მონაკვეთში “ქართული ოცნების” მონაცემებზე საუბრობდა. 

“ჟურნალისტის კითხვაზე ჩემი პასუხი იყო, რომ როცა შენ წინააღმდეგ ამდენი ადამიანი აძლევს ხმას, არ შეიძლება, ამ ადამიანებს ელაპარაკო ძალადობის ენით. ეს იდეა განვავითარე და ვთქვი, რომ მათივე მონაცემებითაც კი არის 850 000 ადამიანი, რომელმაც მათ წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს თუ მათ მიაჩნიათ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად, ძალიან გასჭირვებიათ ამ ლეგიტიმურობის ნაწილში, სხვას მე ვერაფერს დავამატებ”. – გვითხრა მან.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ღია წყაროებით არ იძებნება ძიძიგურის განცხადება, რომელშიც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს. ამის საპირისპიროდ, მედიასთან ის გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს.  

ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ხმების 53.93% მიიღო, კოალიციამ ცვლილებებისთვის – 11.03%; ენმ-მ – 10.17%; ძლიერმა საქართველომ – 8.81%; პარტიამ საქართველოსთვის – 7.78%.  

  არქივი (1;2;3;4;5;6;7)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist