სალომე ზურაბიშვილი – კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

1.9k
VIEWS

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, 18 დეკემბრის გამოსვლა ევროპარლამენტში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს საქართველოს მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერი ნაბიჯების საჭიროებაზე ესაუბრა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელზედაც ათასობით მხარდამჭერი კომენტარი და ათი ათასობით რეაქცია გაჩნდა. 

ზურაბიშვილის გამოსვლას დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა, რომელიც მოიცავდა როგორც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებს, ასევე ფეისბუკ ჯგუფს “ანტი-მაიდანი!”. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის საწინააღმდეგო შინაარსის მასალები დეკემბერში, ევროპარლამენტში მის სიტყვით გამოსვლამდე, კრემლის მედიაშიც გვხვდებოდა. ეს კამპანია მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ზურაბიშვილის დისკრედიტაციას, არამედ საპროტესტო აქციების ნეგატიურად წარმოჩენას და დასავლური ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის დადანაშაულებას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. კრემლისტური წყაროები (Красная Весна, Комсомольская Правда, RT, РИА Новости, Вести) ზურაბიშვილს ბრალს სდებდნენ პოლიტიკური ქაოსისა და მაიდნის სცენარის შექმნის მცდელობაში. იკვეთებოდა შემდეგი გზავნილები: 

  • ზურაბიშვილი წარმოჩენილია, როგორც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, ქვეყნის დესტაბილიზატორი და მაიდნის სცენარის შემქმნელი
  • ხაზგასმულია, რომ ზურაბიშვილი ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, პროტესტის და კონფლიქტის ესკალაციის იარაღად იყენებს;
  • ზურაბიშვილსა და მის ოჯახს რეპუტაციული ზიანის მიყენების მიზნით, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

ასევე გამოიკვეთა ფეისბუკ ჯგუფ “ანტი-მაიდანის” აქტივობა, სადაც პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პირებმა ჯგუფის წევრებს დღის განმავლობაში პოსტების სახით რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ასახავდა, პრეზიდენტის საწინააღმდეგო კომენტარები დაეტოვებინათ.

სოციალურ მედიაში პროსახელისუფლებო მედია, ანონიმური ფეისბუკ გვერდები და ინდივიდუალური ანგარიშები ზურაბიშვილის დესკრედიტაციას სხვადასხვა გზით ეწეოდნენ. “მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:

  • POSTV-მ და სხვა პროსახელისუფლებო  აქტორებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით შეხვდნენ;
  • ფეისბუკ ჯგუფ „ანტი-მაიდანს!“ ევროპარლამენტის პოსტზე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკული კომენტარების დასაწერად ორგანიზებული კამპანია ჰქონდა;
  • დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილე ყალბი ანგარიში ჯგუფის წევრებს წინასწარ მომზადებული ტექსტის “დაკოპირებას” სთავაზობდა;
  • პროსახელისუფლებო აქტორები და ფეისბუქ ანგარიშები პრეზიდენტის წინააღმდეგ დამცინავი შინაარსის პოსტებს, მათ შორის ვიდეომანიპულაციებს აზიარებდნენ.
  • როგორ აშუქებს სალომე ზურაბიშვილს კრემლის მედია?

საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად კრემლისტური წყაროების სტატიები მიზნად ისახავდა სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას, საპროტესტო აქციების გაუფასურებას და დასავლური ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის დადანაშაულებას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. კრემლისტური მედიები ასევე ამტკიცებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ ისწრაფვის, რაც საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქვეყნის, ისე იმჟამინდელი პოლიტიკური ვითარებისთვის. ზურაბიშვილის მოწოდებები და მისი პოლიტიკა კრემლის გზავნილების გამტარების მხრიდან მხილებულია ქაოსის შექმნაში, ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებასა და დაძაბულობის ზრდაში. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბრალდებულია მაიდნის სცენარის შექმნაში, რამაც შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხანგრძლივი კონფლიქტი გამოიწვიოს. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში მაიდნის მოწყობის მცდელობა თანდათან იწურება, რამდენადაც მთავრობამ ვერ იპოვა საკუთარი იანუკოვიჩი და ახლა მუხტის გაღვივების ერთადერთი გზა იმ ადამიანების სისხლის დაღვრაა, ვინც საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილად არის მიჩნეული. ამ ნაწილში ზურაბიშვილს რუსული წყაროები (1,2,3) ახალგაზრდების, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების, პროტესტის ესკალაციის იარაღად გამოიყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რამდენადაც სალომე ზურაბიშვილი ღიად მოუწოდებს სკოლის მოსწავლეების ქუჩაში გასვლისკენ, შესაძლოა ამ ბავშვებს მოლოტოვის კოქტეილები დაურიგონ და პოლიციასთან შეტაკებისთვის გამოიყენონ. მსხვერპლის შემდეგ კი ხალხი გამოვა „ხელისუფლება ბავშვებს კლავს“ შეძახილების ფონზე.  გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაშია დადანაშაულებული, რითაც ცდილობენ მის რეპუტაციას ზიანი მიაყენონ.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში აქციები ასევე წარმოჩენილია, როგორც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ მონაწილეთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან, რაც ეხმიანება პროტესტის “უცხო ძალის” მიერ მართულობის ნარატივს

Screenshot 2024 12 24 121023 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

 

  • “ანტი-მაიდანიდან!” ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია

19 დეკემბერს ფეისბუკ ჯგუფში  “ანტი-მაიდანი!” ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული პოსტზე, რომელზედაც  სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა არის ასახული, კრიტიკული აზრის დაფიქსირებისკენ ჯგუფის წევრებს შვიდჯერ მოუწოდეს. ჯგუფი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. გავრცელებულ პოსტებში მოუწოდებდნენ, რომ კრიტიკულად განწყობილი პირები გადასულიყვნენ  ევროპარლამენტის ფეისბუკ გვერდზე და “მოქალაქე სალომესთვის საკადრისი კომენტარი დაეწერათ”.

ამავე პოსტების კომენტარების ველში ჯგუფის წევრები, მათ შორის, ყალბი ანგარიში Ma Ri ჯგუფის სხვა წევრებს  სთავაზობდა, რომ ევროპარლამენტის მიერ  პოსტზე დაეწერათ მის მიერ ინგლისურ ენაზე მიწოდებული კომენტარები.
ამ კომენტარებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის “ანტიქართული” განცხადებებისა და ჩარევის გამო, ევროკავშირის რეიტინგი 6%-ით შემცირდა. ავტორი მოუწოდებს არ დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი საქართველოში და მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”. მეორე კომენტარში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს დიდი ხანია უღალატა და ერთ კვირაში თავის ნამდვილ სახლში – საფრანგეთში დაბრუნდება, რომ არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, რაც განაჩენია ზურაბიშვილისთვის.

ჯგუფის მონაწილეები პოსტის ავტორებს ეუბნებიან, რომ პირობა უკვე შეასრულეს და ევროპარლამენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარები დატოვეს.

Screenshot 2024 12 24 121618 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

აღსანიშნავია, რომ ეს ყალბი ანგარიში ბლოგერის, gittabanko-ს ფოტოს იპარავს და მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მალავს. ანგარიშს პროფილის ფოტო 2024 წლის 21 თებერვალს აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა ანგარიშის შექმნის თარიღთან იყოს დაკავშირებული. 

Screenshot 2024 12 24 121631 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე Screenshot 2024 12 24 121637 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე
ყალბი ანგარიში Ma Ri ბლოგერი gittabanko
  • ერთი და იგივე შინაარსისა და ერთი და იმავე ადამიანების კომენტარები ევროპარლამენტის პოსტზე

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპარლამენტის პოსტზე სალომე ზურაბიშცილის მისამართით უამრავი მხარდამჭერი კომენტარი დაიწერა, კომენტარების ველის სრულად არ შესწავლილა, თუმცა ამის მიუხედავად, გამოვლინდა, რომ ევროპარლამენტის პოსტზე რამდენიმე მომხმარებელმა მათ შორის “ქართული ოცნების” აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა და ჯგუფის “ანტი-მაიდანი!” ადმინისტრატორმა (Shako Kutchashvili, დავით ახრახაძე) ერთი და იგივე კომენტარი დაწერეს.

Screenshot 2024 12 24 121715 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

აღსანიშნავია, რომ დავით ახრახაძე “ანტი-მაიდანის!” ერთ-ერთი ადმინისტრატორი სხვა, ახლადშექმნილი ანგარიშით (დათო ახრახაძე) არის. ევროპარლამენტის  პოსტის კომენტარების ველში ასევე  გვხვდება “ანტი-მაიდნის!” სხვა ადმინისტრატორისა Gog Lik და მოდერატორების (Akaki Ginturi, Tako Mamaiashvili)  კომენტარებიც.

Screenshot 2024 12 24 121726 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

ასევე, შესამჩნევი იყო ისიც, რომ ერთი და იგივე ფეისბუკ მომხმარებელი რამდენიმე მადისკრედიტირებელ და სალანძღავ კომენტარს წერდა, მათ შორის იყვნენ ზემოთხსენებული მოდერატორი Akaki Ginturi, “ქართული ოცნების” აქტივისტები შაკო კუჭაშვილი და ირმა ხახუტიშვილი.

 


Shako Kutchashvili

Screenshot 2024 12 24 121756 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Xaxutaishvili Irma

Screenshot 2024 12 24 121804 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Akaki Ginturi

Screenshot 2024 12 24 121809 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Malxazi Chaginava

Screenshot 2024 12 24 121814 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Nikoleishvili Paata

Screenshot 2024 12 24 121824 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

ქეთევან ოსიყმიშვილი

Screenshot 2024 12 24 121836 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Ani Kobaxidze

Screenshot 2024 12 24 121841 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

Mariam Kankia

Screenshot 2024 12 24 121851 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

ლია გელენიძე

Screenshot 2024 12 24 121909 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე


  • დისკრედიტაციის კამპანია პროსახელისუფლებო მედიისა და ფეისბუქ ანგარიშების მიერ

18 დეკემბებერს  პროსახელისუფლებო მედიამ და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, მათ შორის POSTV-მა, გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ. ეს მტკიცება მიზნად ისახავდა პრეზიდენტის გამოსვლის დისკრედიტაციას, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს პროევროპული მიმართულების გაძლიერებას ეხებოდა. „მითების დეტექტორის“ გადამოწმებით გაირკვა, რომ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს რეალურად უკრავდნენ ტაშს, რაც ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეოები (1,2), რომლებიც ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზს ასახავდა და შესაბამისად, აჩენდა ეჭვს, ცარიელი დარბაზის პირობებში, ვინ დაუკრა ტაში.

Screenshot 2024 12 24 121920 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

19 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების “ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე” მონაწილეებს მიმართა და ახალი წლის ღამის ერთად გატარებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილის პოსტში ბეჭდური შეცდომა, რომელიც, კლავიატურაზე ვ-სა და ბ ასოების ერთმანეთის გევრდით მდებარეობამ გამოიწვია, დაცინვის საგანი გახდა პროსახელისუფლებო ტელევიზიებისთვის ( POSTV-ანალიტიკა, TV Imedi). იდენტური სქრინები ასევე გაავრცელეს დეზინფორმაციის არაერთხელ გამავრცელებელმა ფეისბუკ მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა (1,2) და Lasha Tavartkelidze-მ.

Screenshot 2024 12 24 122011 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

ამის გარდა, ფეისბუკ ანგარიშმა “დავით ჯებაშვილი” სალომე ზურაბიშვილის არაერთო ვიდეო  (1,2, 3) გაავრცელა. ანგარიში პოსტებში აღნიშნავდა, რომ ზურაბიშვილს 9 დღე, ან მხოლოდ ერთი პარასკევი დარჩა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. ამავე თემატიკაზე ორი ვიდეო გაავრცელა (1, 2) კიდევ ერთმა დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა “წიქარა კოლხი”.

Screenshot 2024 12 24 122027 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო გაავრცელა ანტიოპოზიციურმა ფეისბუკ გვერდმა მიხეილ განუბაჟებელი. ასევე, დისკრედიტაციის მიზნით, “ანტი-მაიდნის!” ტიკტოკის გვერდზე 17 დეკემბერს გავრცელდა ფილმის “ჭირვეულის მორჯულება” ფრაგმენტი “სალომე ზურაბიშვილისა” და “ირაკლი კობახიძის” მონაწილეობით. გავრცელებულ ვიდეოში, ელია, რომელშიც კობახიძის თავია ჩასმული,  ლიზას (სალომე ზურაბიშვილს) ჩემოდანს აძლევს, რაც კობახიძის მიერ ზურაბიშვილისთვის “ადგილის მიჩენას” ასახავს. 

Screenshot 2024 12 24 122033 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

  • განახლებული “ანტი-მაიდანი!”

ფეისბუკ ჯგუფი “ანტი-მაიდანი!”  2024 წლის 18 დეკემბერს ორჯერ წაშლის შემდეგ მესამედ შეიქმნა. 22 დეკემბერს მესამე ჯგუფიც წაიშალა და “ანტი-მაიდნის” წევრებმა 9 წლის წინ შექმნილ ჯგუფში გადაინაცვლეს, რომელსაც წარსულში Грузия Тбилиси, შემდეგ კი  Tbilisi Georgia 🇬🇪 ერქვა.  

Screenshot 2024 12 24 122040 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

20 დეკემბრის მონაცემებით, მესამედ შექმნილ ანტიმაიდნის ჯგუფს 5 ადმინისტრატორი და 9 მოდერატორი ჰყავდა. პარალელურად შეიქმნა “ანტი-მაიდნის!”  ტიკტოკ ანგარიში antimaidani1. პირველი ვიდეო ამ ანგარიშს 25 ნოემბერს აქვს ატვირთული, თუმცა რამდენადაც “ანტიმაიდნის” მოძრაობა საქართველოში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, სავარაუდოდ, ანგარიშმა სახელი დეკემბერში შეიცვალა.  ტიკტოკ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პირველი ვიდეო “ანტი-მაიდნის!” ერთ-ერთ ადმინისტრატორს, Gog Lik-ს ასახავს.

Screenshot 2024 12 24 122059 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე
გგგ
Screenshot 2024 12 24 122047 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე
“ანტი-მაიდანის!”ტიკტოკ ანგარიში

18 დეკემბერს ასევე შეიქმნა “ანტი-მაიდნის!” ტელაგრამ არხი სახელწოდებით “ანტი-მაიდანი”. ანტი-მაიდნის ძველი ჯგუფის ადმინისტრატორი, POSTV-ის წამყვანი, ლიზა გეგეჭკორი და ასევე ჯგუფის მოდერატორი Ad-hoc-ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი ინტერნეტ მომხმარებლებს ტელეგრამ-არხში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდნენ.

Screenshot 2024 12 24 122107 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

ტელეგრამ-არხი

Screenshot 2024 12 24 122115 სალომე ზურაბიშვილი - კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” სამიზნე

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist