AI-ის გამოყენებით არის შექმნილი ფოტოები, რომელთა საშუალებითაც ზოჰრან მამდანის ეპსტინს უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზოჰრან მამდანი
164
VIEWS

3 თებერვალს ანალიტიკური სააგენტო SpaceStandard-ის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანისა და ტრეფინკინში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის შესახებ.  როგორც აღწერაში ვკითხულობთ, “მამდანი, სავარაუდოდ, ეპშტეინის შვილია” და გამოქვეყნებულ ფაილებში არაერთი ფოტოა, სადაც ახალგაზრდა მამდანი ეპსტინთან ერთად არის ასახული. 

ერთ-ერთი ფოტო, რომელიც SpaceStandard-მა გამოიყენა, 3 თებერვალს ასევე გაავრცელა რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის შვილია.

ზოჰრან მამდანი

ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები, რომლებზეც თითქოს ჯეფრი ეპსტინი ნიუ იორკის მერ ზოჰრან მამდანისთან და მის დედასთან, მირა ნაირთან ერთადაა გამოსახული. 

გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ჩანან ჯეფრი ეპსტინი და ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში. აღნიშნულ ფოტოს იყენებენ მტკიცების დასტურად, რომ ქალი მირა ნაირია, რომელსაც ხელში ახალშობილი ზოჰრან მამდანი უჭირავს და ეპსტინთან ერთად იმყოფება. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. 

ფოტოზე ხარვეზები ვიზუალური დაკვირვებითაც შეიმჩნევა. მაგალითად, ჩვილის ფეხის ტერფი დეფორმირებულია, ასევე, არაბუნებრივად გამოიყურება ქალის ხელის თითები – ცერა თითი ნაწილობრივ შერწყმულია მეორე ხელის საჩვენებელ თითთან. 

ზოჰრან მამდანი
ანაბეჭდი ფოტოფაბრიკაციიდან

ფოტო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობ ხელსაწყოებშიც გადავამოწმეთ. InVID-ის მიერ ნაჩვენები შედეგით, ფოტო 73%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. 

ზოჰრან მამდანი
ანაბეჭდი: InVID

იმას, რომ ფოტო AI-ის გამოყენებითაა შექმნილი, ადასტურებს კიდევ ერთი ხელსაწყო – AI or NOT.

ზოჰრან მამდანი
ანაბეჭდი AI or NOT-იდან

აღსანიშნავია ისიც, რომ მამდანის დედის, მირა ნაირის ფოტოებისა და ფოტოზე გამოსახული ქალის შედარებით შესამჩნევია, რომ ისინი გარეგნულად ერთმანეთს არ ჰგვანან.

ზოჰრან მამდანი
მარცხნივ: ფოტო, რომელზეც ზოჰრან მამდანი და მისი მშობლები არიან (წყარო: Times of India, მარჯვნივ: AI-ით გენერირებული ფოტო)

გარდა ამისა, ფოტო არ გავრცელებულა რეპუტაციულ წყაროებში – ის არ გამოუქვეყნებია დასავლურ მედიას და მხოლოდ სოციალურ ქსელებში იძებნება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში ეპსტინთან კავშირში მამდანი არ არის მოხსენიებული. ზოჰრან მამდანის მამა მაჰმუდ მამდანია – კოლუმბიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი. AI ვიზუალებზე დაყდნობით მტკიცებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამოჩნდა, რომ გასაჯაროვებულ ფაილებში მამდანის დედის, მირა ნაირის სახელია ნახსენები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი სახელი რაიმე დანაშაულთან კავშირში არ ფიგურირებს. დოკუმენტი ეხება პუბლიცისტ პეგი სიგალის მეილს, რომელშიც ის ეპსტინს სწერს, რომ 2009 წელს ფილმის ჩვენების შემდგომ გილეინ მაქსველის სახლში გამართულ წვეულებაზე გავლენიან ადამიანებს შეხვდა, მათ შორის, ჯილდოს მფლობელ რეჟისორ მირა ნაირს. AI-ით გენერირებული ფოტოების გავრცელებას ნაირი Reuters-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა და უარყო, რომ ეპსტინთან და სხვა პირებთან მსგავსი ფოტოები აქვთ გადაღებული. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფოტო, რომელიც SpaceStandard-ის პოსტშია გამოყენებული, “მითების დეტექტორმა” წარსულში უკვე გადაამოწმა. ფოტოზე მირა ნაირი, ჯეფრი ეპსტინი, ბილ კლინტონი და მცირეწლოვანი ბავშვი ჩანან.

ზოჰრან მამდანი
ანაბეჭდი SpaceStandard-ის პოსტიდან, რომელზეც “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში აგდამოწმებული  AI-ით გენერირებული ფოტო ჩანს

რეალურად, აღნიშნული ფოტოს პირველწყარო არის X-ის ანგარიში “DumbFckFinder” (DFF), რომელიც სატირული ხასიათისაა და სისტემატურად აქვეყნებს AI-ით გენერირებულ კადრებს. ის აღწერაშიც მიუთითებს, რომ “მაღალი ხარისხის AI ვიდეოებსა და მიმებს” ავრცელებს. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist