ვინ არის ვიდეოზე ასახული ჟურნალისტი, რომელსაც დემონსტრანტები აქციიდან აგდებენ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.5k
VIEWS

9 დეკემბერს ფეისბუქ-გვერდმა “სინდისისგან თავისუფალი მედია”, ასევე ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დემონსტრანტები ორ უცხოელ ჟურნალისტს აქციის ტერიტორიას ატოვებინებენ. ისმის, რომ ვიდეოში აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს პროპაგანდისტებს ეძახიან. ვიდეოებს თან ერთვის აღწერა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდნენ ბრიტანელი და იტალიელი ბლოგერები, რადგან ისინი კრემლის პროპაგანდისტებად გამოაცხადეს და ინფორმაცია არც გადაამოწმეს. პოსტებში აღნიშნულია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ევროპელი ჟურნალისტები რუსებად გამოცხადა და მომიტინგეებმა სწორედ ამის საფუძველზე იმოქმედეს.

დემონსტრანტები

მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს დემონსტრანტები, გადაუმოწმებლად,  იტალიელ და ბრიტანელ ბლოგერებს აქციიდან აგდებენ. ვიდეოზე ამერიკელი ჟურნალისტი პატრიკ ლანკასტერია ასახული, რომელიც ცნობილია, როგორც კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც ყირიმის ანექსიას, რუსეთ-უკრაინის ომსა და ყარაბახის კონფლიქტს პროპაგანდისტულად აშუქებდა. ის მხილებულია კონფლიქტის დროს ვიდეობის დადგმასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ლანკასტერს, სავარაუდოდ, დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. ის 2019 წელს აფხაზეთში იმყოფებოდა. მასთან ერთად იტალიელი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომელიც ასევე კრემლთანაა კავშირში. 

  • ვინ არის პატრიკ ლანკასტერი? 

პატრიკ ლანკასტერი ამერიკელი ჟურნალისტი და იუთუბერია. YouTube არხის აღწერაში ის მიუთითებს, რომ ვიდეო და ფოტოჟურნალისტია, ძირითადად, ფარავს უკრაინის ომსა და ყარაბახში სომხეთ-აზერბაიჯანის ომს. ლანკასტერი ამავე პლატფორმაზე ფულად დახმარებასაც ითხოვს. ის წერს: “მე ვარ სრულიად დამოუკიდებელი და ადამიანების დაფინანსებაზე დამოკიდებული ჟურნალისტი. YouTube-მა ჩემი არხის დემონიზება მოახდინა და მე ახლა დამოკიდებული ვარ მაყურებლის დაფინანსებაზე, რომ დამეხმარონ მსოფლიოს ვაჩვენო, რეალურად რა ხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ომში.” 

ლანკასტერი რუსულ სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეში” წერს, რომ მისურის შტატში დაიბადა. სხვადასხმა დროს ის მუშაობდა Thomson Reuters-ის სააგენტოში და Sky News-ში, ასევე მუშაობდა რუსულ სამთავრობო მედია Ruptly-შიც. ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებამდე პატრიკ ლანკასტერი ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა.

დემონსტრანტები
პატრიკ ლანკასტერის “ვკონტაქტეს” ანგარიში 

უკრაინული მედია Zaborona-ს ცნობით, ლანკასტერი 2014 წელს, მაიდნის რევოლუციის შემდეგ, საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და დონეცკში დასახლდა. უკრაინაში ჩასვლისთანავე ლანკასტერი კრემლის საყვარელი უცხოელი ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტურ მასალებში ლანკასტერი ამბობდა, რომ მომსწრეა, როგორ ჩამოაგდეს უკრაინელებმა მალაიზიური ბოინგი. ვიდეორეპორტაჟებში კი აჩვენებდა მარიუპოლში “ბანდერელებისა” და აზოველების მიერ ნაწამებ ადამიანებს. მედიის საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კადრებისათვის ლანკასტერი გვამებს მორგიდან იყენებდა და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ისინი უკრაინელმა ნაციონალისტებმა აწამეს. ლანკასტერმა დონეცკში ადგილობრივზე იქორწინა. ქორწილის ცერემონია რუსულ მედიაში ფართოდ გაშუქდა, ლანკასტერს კი დონეცკის სეპარატისტული დროშის ფერებში ეცვა. 

ლანკასტერი დადგმული ვიდეოების გავრცელებაშია მხილებული. მან 2022 წლის 23 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, ვიდეო გამოაქვეყნა. პატრიკ ლანკასტერი ვიდეოში აჩვენებდა, რომ უკრაინულმა მხარემ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ვიდეო დადგმულია. კერძოდ, მაში ნაჩვენები გარდაცვლილი ადამიანები ასაფეთქებელ მოწყობილობას არ უმსხვერპლია, ასევე მანქანები ხელოვნურად იყო დაზიანებული, რაც აფეთქებით ვერ იქნებოდა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა რუსულმა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მოქმედმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს და გამოიყენეს მტკიცებულებად, თითქოს დონბასში ადამიანებზე ძალადობენ. 

  • როგორ აშუქებს ლანკასტერი საქართველოს პროტესტს? 

პატრიკ ლანკასტერმა საქართველოში პროტესტის შესახებ პირველი ვიდეო 4 დეკემბერს გამოაქვეყნა, ვიდეოს სახელწოდებაა “თბილისი, საქართველო: არეულობის მეშვიდე დღე იწყება.” აღსანიშნავია, რომ ლანკასტერი თბილისში დონეცკიდან ჩამოვიდა. 12 დეკემბრის  მონაცემით, კრემლის პროპაგანდისტს თბილისში პროტესტის შესახებ შვიდი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. პირველივე ვიდეოში ლანკასტერმა თქვა, რომ აქციას დღითიდღე უფრო ნაკლები ადამიანი უერთდება. მან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილიც გაიმეორა, თბილისის საპროტესტო აქციები უკრაინის მაიდანს შეადარა და თქვა, რომ მაიდანმა უკრაინა ომამდე მიიყვანა. ასევე არაერთ ვიდეოში გაიმეორა მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის ციტატები. მან ისიც აღნიშნა, რომ პროტესტში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობენ, არაერთ ვიდეოში გაიმეორა მარია ზახაროვასა და დიმიტრი მედვედევის ციტატები. 

პატრიკ ლანკასტერმა თავადვე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ დაატოვებინეს აქციის ტერიტორია დემონსტრანტებმა. ლანკასტერის თქმით, შემთხვევისას იტალიელ ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა. როგორც პროპაგანდისტის, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ისმის, რომ დემონსტრანტები მას ტერიტორიას იმის გამო ატოვებინებენ, რომ კრემლის პროპაგანდისტია. 

დემონსტრანტები
ანდრეა ლუჩიდი პატრიკ ლანკასტერის ვიდეოდან 

ლანკასტერთან ერთად იტალიელი ჟურნალისტი, ანდრეა ლუჩიდია.  6 დეკემბერს რუსეთის სამთავრობო მედია TASS-მა ლუჩიდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მედიის მტკიცებით, ჟურნალისტი 2022 წლიდან რუსეთში ცხოვრობს, უკრაინაში რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” აშუქებს და ახლა მოქალაქეობის მიღება სურს. 

  • პატრიკ ლანკასტერს, სავარაუდოდ, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი აქვს დარღვეული 

გასულ წლებში პატრიკ ლანკასტერი აფხაზეთშიც იმყოფებოდა. მან 5 წლის წინ YouTube-ზე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა. ლანკასტერი აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების მიზნით იმყოფებოდა. ინტერვიუ ჩაწერა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან, ასევე ადგილობრივებთან. ის ერთ-ერთ ვიდეოში სპეკულირებდა, რომ გერმანია, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებდა. ადგილობრივებთან მისი შეკითხვები, ძირითადად, აფხაზეთში ცხოვრების ხარისხსა და რუსეთ-საქართველოსთან მათ დამოკიდებულებას ეხებოდა. 

დემონსტრანტები
პატრიკ ლანკასტერი აფხაზეთში 

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2008 წელს მიიღო. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეუძლიათ: აფხაზეთში სამეგრელოდან, ცხინვალში – შიდა ქართლიდან. კანონის დარღვევა ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით. სავარაუდოა, რომ მას საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს. 

28 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დღის წევრიგში არ დააყენებს. გარდა ამისა, აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებასაც ითხოვენ. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში არაერთი მცდარი ცნობა ვრცელდება. ძირითადად, მათი მიზანია პროტესტისა და მასში მონაწილე მოქალაქეების დისკრედიტაცია. 28 ნოემბრიდან დღემდე, “მითების დეტექტორმა” პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით არაერთი ცნობა გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist