დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინულმა ტელევიზიამ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე დამსწრეთა რაოდენობა გააყალბა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკის-სიტყვით-გამოსვლა
98
VIEWS

25-26 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მედიამ 24 სექტემბერს გაეროში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე დამსწრეთა რაოდენობა გააყალბა. მტკიცების მიხედვით, მათ ჩანაწერი ისე დაამონტაჟეს, თითქოს პრეზიდენტის გამოსვლას დარბაზში მეტი ხალხი უსმენდა. ფეისბუქ-მომხმარებლები ფოტოკოლაჟსაც აზიარებენ, სადაც ერთმანეთს შედარებულია ზელენკის გაეროში გამოსვლის რეალური კადრები და თითქოს მედიის მიერ გავრცელებული გაყალბებული კადრები. გავრცელებულ ვიზუალურ მასალებზე ვხედავთ წარწერებს: ТСН და 1+1 Марафон. აღნიშნული მტკიცება X-ზე კრემლის პროპაგანდისტულმა არხმა, Russia Today-მაც გაავრცელა

ზელენსკის სიტყვით გამოსვლა

სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს უკრაინულმა ტელევიზია ТСН-მა გაეროში ზელენსკის სიტყვით გამოსვლა გააყალბა და დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა გაზადა. ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა პრეზიდენტის სიტყვას, რაც გამორიცხავს მისი გაყალბების შესაძლებლობას. კადრები მომდევნო დღის საინფორმაციო გამოშვებებშიც მოხვდა, თუმცა არცერთ მათგანს ეტყობა დამუშავების კვალი და ჩანაწერშიც იმდენივე ადამიანი ჩანს, რამდენიც ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას რეალურად ესწრებოდა. 

1+1 Марафон პროექტია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დაიწყო და ამ დრომდე YouTube არხზე უწყვეტი პირდაპირი ეთერი აქვთ ჩართული. ჩანაწერების ყურება კი ТСН-ის YouTube-ზეა შესაძლებელი.  

შევეცადეთ უკრაინული ტელევიზიის ТСН-ის ჩანაწერებში მოგვეძებნა ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროში სიტყვით გამოსვლის პირდაპირი ეთერი. ის პირდაპირ ეთერში მოხვდა, უკრაინული დროით, დაახლოებით 6 საათისთვის. პირდაპირი ეთერის (44:10 – 55:30) მსვლელობისას რამდენჯერმე გამოჩდა გაეროში ზელენსკის გამოსვლის შორი კადრი, სადაც ჩანს, რომ დამსწრეთა ნაწილის სკამები თავისუფალია. სიტყვით გამოსვლის ნაწილი მოხვდა 7-საათიან გამოშვებაშიც. პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, გაეროს ლოგო ჩანს. შესაბამისად, ტელევიზია ორგანიზაციის ოფიციალურ ჩანაწერს იყენებს.

ზელენსკის სიტყვით გამოსვლა
ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაეროში
წყარო: ТСН-ის პირდაპირი ეთერი

ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვის პირდაპირ ეთერში გაშვების შემდეგ, მედიაში რამდენჯერმე მოხვდა ჩანაწერი. იმავე დღის 21-საათიან გამოშვებაშიც (17:23) მოხვდა სიტყვით გამოსვლის კადრები, რომელსაც დამუშავების კვალი ასევე არ ეტყობა. ჩანაწერი მოხვდა 25 სექტემბრის 6 (58:30) და 11-საათიან (6:30) გამოშვებებშიც.

 ზელენსკის სიტყვით გამოსვლა
 წყარო: ТСН-ის 21- საათიანი საინფორმაციო ეთერი წყარო: ТСН-ის 6- საათიანი საინფორმაციო ეთერი 

“მითების დეტექტორმა” სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნების თარიღამდე (26 სექტემბრის ჩათვლით), ТСН-ის ყველა ვიდეოში ნაჩვენები კადრები გადაამოწმა. 26 სექტემბერს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის შესახებ, მხოლოდ ერთ, 5-საათიან გამოშვებაში ისაუბრეს, სადაც ასევე ავთენტიკური კადრები (52:50) აჩვენეს. ბოლო არის 5-საათიანი გამოშვება, სადაც პოსტების გამოქვეყნებამდე ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა აჩვენეს. ამდენად, არ დასტურდება, რომ უკრაინულმა მედიაТСН-მა გაეროში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის კადრები გააყალბა და დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა გაზარდა. 

24 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატზე სიტყვით გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ომებისა და კონფლიქტების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მათ დასასრულებლად შესაბამისი იარაღისა და პარტნიორების აუცილებლობას.  

“მითების დეტექტორს” უკრაინის შესახებ გავრცელებული არაერთი ყალბი ინფორმაცია თუ ვიზუალური მასალა გადაუმოწმებია. ქვეყანაში ომის დაწყების შემდგომ, დეზინფორმაციის ნაწილი მობილიზაციის პროცესისა და ომისას უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ავრცელებენ. ასევე, ხშირად ცდილობენ კადრების მანიპულაციურად დაკავშრებით წარმოაჩინონ, თითქოს უკრაინაში ომი დადგმულია და მასში მსახიობებიც მონაწილეობენ. მათ შესახებ ვრცლად წაიკითხავთ სტატიებში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-ანგარიში Giorgi Tsivtsivadze, ძირითადად, რუსულენოვან პოსტებს აქვეყნებს. მას არაერთხელ გაუვრცელებია კონსპირაციის თეორიები, ყალბი ციტატები და დეზინფორმაციული ცნობები. ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი “მითების დეტექტორმა” შეისწავლა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist