ზელენსკის არ უთქვამს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების მისაღებად მათი ოჯახებისგან თანხას ითხოვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ზელენსკი
324
VIEWS

9-10 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს რუსეთისგან გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს, თუ მათი ოჯახები თითოეული მათგანისთვის 100 000 ჰრივნას გადაიხდიან. ყველა პოსტში ატვირთულია ერთი და იგივე ფოტო, რომელიც წარმოადგენს სავარაუდოდ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პოსტის ე.წ. სქრინშოტს.

ზელენსკი

მტკიცება, თითქოს ზელენსკი გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების მიღების სანაცვლოდ, მათი ოჯახებისგან ფულის გადახდას ითხოვს, არ დასტურდება. მსგავსი ინფორმაცია არც ერთ მედიას, სამთავრობო უწყებას ან მათთან დაახლოებულ პირებს არ გაუვრცელებიათ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ამ საკითხზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს მომავალში მზად იქნებიან ცხედრების მისაღებად. 

პირველად მცდარი ინფორმაცია გავრცელებულ სქრინშოტში ნაჩვენებმა ტელეგრამ არხმა ИриZонька-მ 8 ივნისს გამოაქვეყნა. ზელენსკის მსგავსი განცხადება ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. რაც შეეხება აღნიშნულ ტელეგრამ არხს, ის ანტიუკრაინული რიტორიკით გამოირჩევა და მათ მიმართ პოსტებში დამამცირებელ ლექსიკას იყენებს. 7 ივნისს კი ამ ტელეგრამ არხმა დაწერა, თითქოს ზელენსკიმ დაღუპული მებრძოლების ცხედრების მიღებაზე უარი განაცხადა და შემდეგი რამ თქვა: “თუ მოკვდა, მოკვდა”. 

ზელენსკი
პოსტი, რომლის მიხედვითაც ზელენსკი ცხედრების მიღების სანაცვლოდ ფულს ითხოვს
ზელენსკი
ტელეგრამ არხზე 7 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი
  • რა ვიცით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით?

ივნისის დასაწყისში სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე. ტყვეების გაცვლის პროცესი ორშაბათს უკვე დაიწყო და მათ შორის მრავლად იყვნენ დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები და 25 წელზე პატარა ასაკის ჯარისკაცები. თუმცა პრობლემა შეიქმნა გარდაცვლილი მებრძოლების ცხედრებთან დაკავშირებით. როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, მათ შეთანხმებისამებრ, დაიწყეს 6000 ცხედრის გადაცემის პროცესი და შაბათს წინასწარ დათქმულ ადგილას 1200-ზე მეტი ცხედარი მიიტანეს მაცივრიანი მანქანებით, თუმცა უკრაინელები მათ არ შეხვდნენ და უარი განუცხადეს ცხედრების მიღებაზე. სანაცვლოდ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ტყვეების და გარდაცვლილთა გაცვლა ცალ-ცალკე პროცესია, ეს მოლაპარაკების დროსაც აღინიშნა და რუსეთმა იცოდა, რომ შეთანხმების თანახმად ცხედრების გაცვლა ოდნავ მოგვიანებით უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსებმა სპეციალურად გააკეთეს ეს, რათა ამ საკითხით მანიპულაციებს მიმართონ და უკრაინა სხვების თვალში დააკნინონ. მსგავსი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ ამ საქციელით “რუსეთი ბინძური პოლიტიკური და საინფორმაციო თამაშის თამაშს ცდილობს”. 

როგორც გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, უკრაინულ მხარეს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარი არ უთქვამს და სანაცვლოდ არც თანხის მიღება მოუთხოვია მათი ოჯახებისგან. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ რუსეთისგან უკვე არაერთხელ მიიღო გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრები, მათ შორის მიმდინარე წელს და ომის დაწყებიდან 2025 წლის თებერვლამდე მათმა რაოდენობამ 7017-ს მიაღწია. 

აღნიშნულ თემაზე გავრცელებული სხვა მანიპულაციური მტკიცება “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა.

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist