დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ პარიზში მისი მეუღლის ნივთებში 1 მილიონი ევრო დახარჯა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ზელენსკი
308
VIEWS

19-23 სექტემბერს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა (1;2;3) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბრის დასაწყისში პარიზში 1 მილიონი ევრო დახარჯა მისი მეუღლისათვის ძვირადღირებული ტანსაცმლისა და აქსესუარების საყიდლად. როგორც პოსტებიდან ვიგებთ, ეს ინფორმაცია მაროკოში დაბადებულმა ცნობილმა პარიზელმა სავაჭრო კონსულტანტმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტს გაუზიარა. პოსტების ნაწილს თან ახლავს ვიდეოც, რომელშიც, მათი მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ინტერვიუა ასახული. ასევე ვხვდებით სტატიის ბმულსაც, სადაც გვხვდება ჟურნალისტის სახელი – ალი შეჰაბი.   

ზელენსკი

ინფორმაცია, თითქოს პარიზში ვიზიტის დროს ზელენსკიმ მისი მეუღლის ძვირადღირებულ ტანსაცმელში მილიონი ევრო დახარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ მოდის ჟურნალისტი ალი შეჰაბი და ცნობილი პარიზელი სავაჭრო კონსულტანტი ამინა ელ მანსური მართლაც არსებობენ. დამატებით, ვიდეოში ნაჩვენები ქალის ინტერვიუ დიფფეიქ პროგრამების ან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი, რისთვისაც გამოყენებულია ინტერნეტში არსებული ფოტო. 

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით თუნისურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის ბმულს, რომელსაც ისინი წყაროდ იყენებენ. აქ ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა, მოდის კრიტიკოსი ალი შეჰაბია, მისი რესპოდენტი კი პატარა სოფელში, მოკრძალებულ ოჯახში დაბადებული ქალი, რომელმაც პარიზის მოდის ბიზნესში დიდი წარმატების მიღწევა  შეძლო და ახლა შანელში სავაჭრო კონსულტანტად მუშაობს. სტატიაში ვხვდებით Youtube ბმულს, სადაც აღნიშნული ინტერვიუს ნახვა არის შესაძლებელი. ხსენებული ინტერვიუ ამ ანგარიშზე ორჯერ გამოქვეყნდა. პირველად 17 სექტემბერს, მეორედ კი მომდევნო დღეს, თუმცა მათ შორის 46 წამიანი უმნიშვნელო სხვაობაა. ვიდეოში ამინა ელ მანსური თავდაპირველად ყვება მისი წარმატების ისტორიას, რის შემდეგაც ჟურნალისტი მას ეკითხება იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, ვისაც მან კონსულტაცია გაუწია. პასუხისას ამინამ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ასეთი პიროვნება ოლენა ზელენსკა იყო, რომელსაც იგი ონლაინ მოემსახურა ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაში, რომლის საერთო ღირებულებამ 1 მილიონ ევროს გადააჭარბა. საინტერესოა, რომ მას თან ჰქონდა ამ ნივთების ფოტოები, რომლებიც ინტერნეტიდან არის ამოღებული. 

ზელენსკი

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, თავდაპირველად ვცადეთ გაგვერკვია თუ რეალურად ვინ არის და რას წარმოადგენს ამინა ელ მანსური, თუმცა ღია წყაროებში მსგავსი სახელის ცნობილი სავაჭრო კონსულტანტი არ იძებნება. ამასთანავე შეუძლებელი აღმოჩნდა რაიმე სანდო წყაროს პოვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოდის კრიტიკოსი, სახელად ალი შეჰაბი ნამდვილად არსებობს. აღსანიშნავია, ისიც, რომ Youtube არხზე (ინტერვიუ ალი შეჰაბთან), მხოლოდ ელ მანსურთან ჩატარებული ინტერვიუს ამსახველი 2 ვიდეო არის გამოქვეყნებული და მას 4 გამომწერი ჰყავს. 

ზელენსკი

ვიდეოში ნაჩვენები ქალის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოვიყენეთ სახის ამომცნობი პროგრამა Pimeyes, რომლის მეშვეობითაც აღმოვაჩინეთ, რომ მისი ერთი კონკრეტული ფოტო წლების მანძილზე ათობით საიტზე ვრცელდებოდა და ის რეალურად ე.წ. Stock Photo-ს  წარმოადგენს, ანუ ფოტოს, რომელიც ლიცენზირებულია და ფულის გადახდის შემთხვევაში მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Stopfake-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ეს ფოტო დიფფეიქ ტექნოლოგიების გამოყენებით არის დამუშავებული და ამ ქალის სახე ჩასმულია სხვა ადამიანის სახის მიმიკებზე, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს ვიდეოში ის საუბრობს.  

ზელენსკი

ამინა ელ მანსურის პიროვნების შესაქმნელად გამოყენებული ფოტო

ზელენსკი

სახის ამომცნობი პროგრამა Pimeyes-ის შედეგები

გავრცელებული ვიდეოს ავთენტიკურობა, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოების Hive moderation და Invid-ის მეშვეობითაც გადავამოწმეთ. მათი ანალიზისას დადგინდა, რომ როგორც ვიდეო ისე აუდიო 96-99,8%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქ ტექნოლოგიის კვალს შეიცავს. 

Screenshot 2025 10 01 111414 | mythdetector.com

Hive Moderation ხელსაწყოს მიერ ნაჩვენები შედეგები

ზელენსკი

InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს თანახმად, აუდიო 96%-ით ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. 

Stopfake-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ელ მანსურის ინტერვიუს შესახებ სტატია თავდაპირველად 3 აფრიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთს დადასტურებულად აქვს ახლო კავშირი რუსეთთან. კერძოდ ეს არის MaliActu მალიდან, სადაც 2021 წელს გამოქვეყნდა ინტერვიუ რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის წარმომადგენელთან, რომელმაც მათი საქმიანობა სრულად პოზიტიურად დაახასიათა. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია RT (Russia Today)-მ MaliActu-ს მფლობელს პარტნიორობა და მათი კაპიტალის ნაწილის შესყიდვა შესთავაზა, რასაც აფრიკული მედიის ხელმძღვანელი დათანხმდა. უკრაინული ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ამ საიტზე მოდის შესახებ სტატია არასდროს გამოქვეყნებულა და სტატია სწორედ რუსული პროპაგანდის გავრცელებას და უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

“მითების დეტექტორს” ოლენა ზელენსკას შესახებ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია, მათ შორის მტკიცებები, თითქოს მან ძვირადღირებული ნივთები შეიძინა, წარსულშიც არაერთხელ გადაუოწმებია. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალებში:

არქივი: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist