ციფრული ბანერი პარიზში, თითქოს ზელენსკი კრუასანს შეადარეს, ვიდეოფაბრიკაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკი
3.1k
VIEWS

27-28 მარტს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4)  ვიდეო გავრცელდა, რომელიც აღწერების მიხედვით პარიზშია გადაღებული. ვიდეოში ციფრული ბანერი ჩანს, რომელზეც ზელენსკის ფოტო და შემდეგი წარწერა ჩნდება: “რა საერთო აქვთ ზელენსკის და კრუასანს? “შიგნით ორივე ცარიელია!” ვიდეო ტელეგრამ-არხზეც გავრცელდა. აღწერაში მითითებულია, რომ ასეთი ბანერი დაახვედრეს ზელენსკის “მსურველთა კოალიციის” სამიტის დღეს.

ზელენსკი

მტკიცება, თითქოს პარიზში ციფრულ ბანერზე ზელენსკია გამოსახული, რომელიც კრუასანს შეადარეს, ფაბრიკაციაა. ბანერი, პარიზში, Rue Coquillière – ის ქუჩაზე რესტორან Au Pied de Cochon- თან არის განთავსებული, თუმცა მასზე ზელენსკის ფოტო და მსგავსი შინაარსის წარწერა არ ყოფილა. “მითების დეტექტორმა” ბანერი ადგილზე გადაამოწმა და ასევე დაუკავშირდა ბანერის განმთავსებელ კომპანია Cityz Media-ს.

“მითების დეტექტორმა” გეოლოკაციის მეშვეობით ბანერის ზუსტი ლოკაცია დაადგინა. გავრცელებულ კადრში რესტორან Au Pied de Cochon- ის აბრა ჩანს. 

ზელენსკი

რესტორნის დასახელებით Google Maps-ზე ქუჩასაც მივაგენით და გაირკვა, რომ ობიექტი Au Pied de Cochon  Rue Coquillière- ის 6 ნომერში მდებარეობს. უშუალოდ ციფრული  ბანერი  კი Rue Coquillière – ის 1-ში.

ზელენსკი
წყარო: Google Maps

Google Maps-ზე ადგილზე გადაღებული უახლესი ფოტო 2023 წლის მარტით თარიღდება, ამიტომ “მითების დეტექტორის” წარმომადგენელი 2025 წლის 29 მარტს მისამართზე მივიდა და ბანერი ადგილზე გადაამოწმა.

ზელენსკი
ფოტო: მითების დეტექტორი, 29 მარტი, 2025

ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ კადრი ზელენსკის გამოსახულებით აღნიშნული ციფრული ბანერის ეკრანზე არ გადის. 

იმის გადასამოწმებლად, რომ ბანერზე ზელენსკის ფოტო და აღნიშნული წარწერა არც წინა დღეებში გაუშვიათ, “მითების დეტექტორი” კომპანია cityzmedia-ს დაუკავშირდა, რომლის ლოგოც ეკრანის ქვემოთ არის დატანილი. კომპანიის განმარტებით, ანიმაცია ზელენსკისა და კრუასანის გამოსახულებით მათ არ ეკუთვნით და არც აღნიშულ ბანერზე გაუშვიათ. 

ზელენსკი

            კადრი გაყალბებული ვიდეოდან                                კომპანიის ლოგო

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ციფრული ბანერის ვიდეო სხვადასხვა პლატფორმასა და ენაზე გავრცელდა. მაგალითად, იგივე ინფორმაცია გამოქვეყნდა X -ზე და Thread -ის ინგლისურენოვან ანგარიშებზე. ანალოგიურად, ინფორმაცია გამოქვეყნდა რუსულ ВКонтакте-ზე, Pravda-ს ფრანგულენოვან ანგარიშზე.

27 მარტს პარიზში უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი გაიმართა. შეხვედრაში 30-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც პარიზში 26 მარტს ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს შეხვდა. 

მაკრონმა 27 მარტს განაცხადა,რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი უძღვებიან უკრაინაში ე.წ. “დამზღვევი ძალების“ გაგზავნის ინიციატივას რუსეთთან კონფლიქტში მშვიდობის მიღწევის შემდეგ. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ეს იდეა ყველა ევროპელ მოკავშირეს არ მოეწონება.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist