ვრცელდება ვიდეო შეცვლილი ხმით, თითქოს აქციის მონაწილეები სიმღერაზე “მოსკოვი” ცეკვავენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მოსკოვი
129
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “დაათ ცაბაძე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ცეკვავენ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სიმღერაზე, რომელსაც “მოსკოვი” ჰქვია და გერმანულ ბენდ “ჩინგიზ ხანს” ეკუთვნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ამ პოსტს ეხმაურებიან, წერენ, რომ აქციის მონაწილეები ამ სიმღერით რეალურად მოსკოვს ადიდებენ, მაშინ როდესაც გამოსვლებში რუსეთს აგინებენ. 

მოსკოვი

ვიდეო, რომელშიც საპროტესტო აქციის მონაწილეები სიმღერაზე “მოსკოვი” ცეკვავენ, დამონტაჟებულია. რეალურად, ვიდეოს ავთენტიკურ ვერსიაში ისმის სიმღერა “One way ticket”, რომელსაც რუსეთთან კავშირი არ აქვს.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს თავდაპირველ ვერსიას “მითების დეტექტორმა” საპროტესტო ჯგუფში “დაიტოვე” მიაკვლია. ვიდეო ჯგუფის წევრმა 18 ნოემბრის დილას, 06:11 საათზე ატვირთა. კადრებში აქციის მონაწილეები ცეკვავენ ბენდ Eruption-ის სიმღერა One way ticket-ზე, რომელიც ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ნილ სედაკას სიმღერის განახლებული ვერსიაა. 

მოსკოვი

დაათ ცაბაძის მიერ ატვირთული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში აღნიშნული სიმღერის მაგივრად ისმის გერმანული ბენდი ‘ჩინგიზ ხანის” 1979 წელს გამოსული ჰიტი “Moskau” (მოსკოვი). აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტში მართლაც ბევრი ნაწილია, სადაც ისინი რუსეთის დედაქალაქს აქებენ, რის გამოც მან დიდი პოპულარობა მოიპოვა სსრკ-ში.  1980 წელს ბენდმა ავტრალიაში გამოუშვა სიმღერის ინგლისური ვერსია, რომელიც ადგილობრივმა მედიამ მოსკოვში მიმდინარე ოლიმპიადის გაშუქებისას მასიურად გამოიყენა, რის შედეგადაც სიმღერა დიდხანს ინარჩუნებდა რეიტინგში პირველ ადგილს ავსტრალიაში.  

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით მუდმივად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია. “მითების დეტექტორმა” არაერთი მსგავსი დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური შინაარსის მქონე მტკიცება გამოავლინა. მათ შორის იყო გაყალბებული ვიდეო, სადაც ცეკვის ვიდეოზე მუსიკის ხმა არის შეცვლილი. 

წყაროს შესახებ:

ყალბი ფეისბუქ-ანგარიში დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist