18 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გრაფიტის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ზურგზე ფეხს კრავს. გრაფიტის მაღლა, კი, ვხედავთ, წარწერას “დეკემბერი 24“. რუსული მედია news-donetsk.ru, რომელმაც იგივე ფოტო გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ გრაფიტი პარიზში მდებარეობს. ივლისში 2024 წლის ფოტო გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელში vk.ru და ახლდა აღწერა “ლონდონის ქუჩის არტისტებმა იციან რაღაც.”
სოციალურ ქსელებში გავრცელებული გრაფიტის ფოტო ფაბრიკაციაა. უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორა “Gwara Media-მ” მიაკვლია ლონდონის ზუსტ ადგილმდებარეობას და დაადასტურა, რომ სურათი ფაბრიკაციაა.
უკრაინულმა ფაქტჩეკინგის პლატფორმამ Gwara Media-მ ლონდონში ზუსტი მდებარეობა დაადგინა, რომელიც ცნობილი ბარბიკანის კომპლექსის საფეხმავლო ბილიკი აღმოჩნდა. ამ კომპლექსის ფოტოები სხვადასხვა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი (1, 2, 3) .
ლონდონში მდებარე ბარბიკანის ცენტრი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც მოიცავს ხელოვნების ცენტრს, კინოთეატრს, რესტორნებს, სკოლებს და დაახლოებით 2000 ბინას, რომელთა ნაწილი თავდაპირველად სოციალურ საცხოვრისი იყო.
კომპლექსის ე.წ. საფეხმავლო ბილიკები განლაგებულია 1-3 სართულზე. შესაბამისად, ერთ-ერთი ასეთი ბილიკი, „ენდრიუს ჰაივოკი“, მდებარეობს ბარბიკანის კომპლექსში, Andrewes House-ის საცხოვრებელი შენობის მეორე სართულზე. ეს ფოტო გამოყენეს ოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ყალბი გრაფიტის შესახებ პოსტებში.

ზუსტი მდებარეობის დადგენის შემდეგ, უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Gwara Media დაუკავშირდა ადგილობრივ ონლაინ პლატფორმის Barbican Life-ის რედაქტორს, ჰელენ ჰადსონს.
Barbican Life-ში ქვეყნდება მასალები ბარბიკანის კომპლექსში ცხოვრების და მოვლენების შესახებ. პასუხში ჰადსონმა დაადასტურა, რომ გრაფიტი იყო ფაბრიკაცია.
25 ივლისს ჰადსონი მივიდა ბარბიკანის კომპლექსის იმ ადგილას, სადაც გრაფიტი უნდა ყოფილიყო და Gwara Media-სთვის ფაბრიკაციის დამდასტურებელი ფოტომასალა გადაიღო.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიზუალური მანიპულაციები, რომელთა მიზანიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაცია. ეს ტაქტიკა კარგად არის ცნობილი კრემლის მიერ განსახორციელებელ დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებისა და შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებისკენ.
ზელენსკის გამოსახული გრაფიტის მრავალი ფოტო გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ეს სურათები გადაღებულია ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, პარიზი, ბერლინი და სხვა ევროპული დედაქალაქები.
არაერთხელ გავრცელდა ზელენსკის გრაფიტი, რომელიც თითქოს ნიუ იორკში, პარიზში, ბერლინში და სხვა ევროპულ დედაქალაებში არის გადაღებული.
დანიელა დოლოტოვა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.