პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ვოლოდიმირ ზელენსკი
335
VIEWS

25-27 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატა (1;2;3;4;5). მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტს დატოვებს, თუ უკრაინას ჯარისკაცები აღარ ეყოლება. გავრცელებულ პოსტებს დართული აქვს ციტატა: “როცა უკრაინაში ჯარისკაცები გამოილევიან, მე ვიქნები მზად პრეზიდენტის პოსტი დავტოვო”.

ვოლოდიმირ ზელენსკი

გავრცელებული ციტატა გაყალბებულია და ვოლოდიმირ ზელენსკის არ ეკუთვნის. უკრაინის პრეზიდენტმა 25 სექტემბერს თქვა, რომ მისი მიზანი ომის დასრულებაა და როცა მშვიდობიან პირობებში არჩევნები ჩატარდება, მზადაა, მონაწილეობა აღარ მიიღოს. 

ციტატა, რომელიც ფეისბუქ-ანგარიშების მტკიცებით ზელენსკის ეკუთვნის, არცერთ ოფიციალურ წყაროსა და სანდრო მედიაში (1;2;3) არ იძებნება. მსგავსი შინაარსის ციტატა ასევე არ იძებნება ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელებში, როგორიცაა მისი X-ის ანგარიში, რომელსაც აქტიურად იყენებს. 

წარსულში ზელენსკიმ მრავალჯერ აღნიშნა, რომ მზად იყო არჩევნების ჩატარებისთვის, თუ უკრაინაში მშვიდობა იქნებოდა, რადგან, მისი სიტყვებით, ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. მან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ამ მზაობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა 25 სექტემბრის ინტერვიუში The Axios Show-სთან. პოსტის დატოვებაზე კი თქვა: “თუ რუსებთან ომს დავასრულებთ, დიახ, მზად ვარ (არჩევნებში) არ მივიღო მონაწილეობა, ეს ჩემი მიზანი არ არის”.

ვოლოდიმირ ზელენსკი
კადრი ინტერვიუდან (The Axios Show)

შესაბამისად, ციტატა, თითქოს ზელენსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, თუ უკრაინას ჯარისკაცები აღარ ეყოლება, გაყალბებულია.  

ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ საკუთარი პიზიცია სხვა ქვეყნების ლიდერებსაც აქვთ დაფიქსირებული. 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა, რამაც ევროპის ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, განსხვავებით ვლადიმირ პუტინისგან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საომარი მდგომარეობის პარალელურად არჩევნების არგამართვის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist