ვრცელდება ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში რეალურად არ ჩასულა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Volodymyr Zelenskyy
80
VIEWS

13 დეკემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა, Дженни Бурджанадзе-მ გამოაქვეყნა პოსტი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კუპიანსკში ჩასვლის შესახებ. ფეისბუქ-მომხმარებელი განიხილავს, რომ ადგილზე არსებული საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე,  “ყოვლად შეუძლებელია”, კადრები კუპიანსკის შესასვლელში იყოს გადაღებული. მისივე მტკიცებით, ვიდეოში უკრაინის  პრეზიდენტი განსხვავებულად გამოიყურება და ვარაუდობს, რომ ვიდეო წინასწარ არის ჩაწერილი. ამავე პოსტში წერს მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც “ნარკოფიურერის ბუნკერის ვიდეო გადაღებულია ვიდეო ფონით”. პოსტს დართული აქვს ვიდეო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი სპეციალურად მოწყობილ გადასაღებ მოედანზე დგას და მას რამდენიმე კამერა უღებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი

მტკიცების დასადასტურებლად, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი რეალურად კუპიანსკში არ ჩასულა, ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. ფეისბუქზე გავრცელებულ კადრებში, სადაც ზელენსკი გადასაღებ მოედანზე დგას, ტექნოლოგიურ კონფერენციებზე წარსადგენად მისი ჰოლოგრამის შექმნაა ნაჩვენები. კადრები 2022 წელსაა გადაღებული და ზელენსკის კუპიანსკში ჩასვლასთან კავშირი არ აქვს. 

12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი კუპიანსკში ჩავიდა და მიმართვის ვიდეო თავად გაავრცელა. კუპიანსკში ყოფნისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა და დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროებიც, რისი კადრებიც ასევე გავრცელდა ოფიციალური წყაროების მიერ. კუპიანსკში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გააშუქეს დასავლურმა (1;2;3) მედიასაშუალებებმაც. ზელენსკის ჩასვლამდე, ნოემბრის თვეში რუსული მხარე აცხადებდა, რომ მათ კუპიანსკი აიღეს.  

ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებელი ურთავს პოსტს მტკიცებით, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში არ ჩასულა და კადრები წინსასწარ იყო გადაღებული, ღია წყაროებით 2022 წლიდან იძებნება. ის 2022 წლის 24 ივნისს ბრიტანულმა კომპანიამ Talesmith-მა თავის YouTube არხზე გაავრცელა. სწორედ ამ ვიდეორგოლიდან არის მოჭრილი (1:03-დან 1:50-მდე) სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობდა მზადება 2022 წლის ივნისში ევროპაში გამართული ტექნოლოგიური კონფერენციებისთვის, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ჰოლოგრამის სახით ჩაერთო. Talesmith-ის ვიდეოში სხვა ცნობილი ადამიანების, მსახიობებისა და მომღერლების ვიზუალის იდენტური ჰოლოგრამების შექმნაცაა დაჩვენები. “ეს უჩვეულოა პრეზიდენტების ან მთავრობის მეთაურებისთვის ჰოლოგრამა გამოიყენონ ადამიანებისთვის მიმართვის მიზნით, მაგრამ ეს არ არის “ვარსკვლავური ომების” ერთადერთი ასპექტი, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ, ჩვენ ასევე დავამარცხებთ იმპერიას,” – თქვა ზელენსკის ჰოლოგრამამ ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მიმართვისას. 

ვოლოდიმირ ზელენსკის

კადრები Talesmith-ის 2022 წლის ვიდეოდან 

2022 წლის 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ოთხ ტექნიკურ კონფერენციაზე, რომლებიც ევროპის ქალაქებში ერთდროულად იმართებოდა, ჰოლოგრამის სახით ჩაერთო.  Vivatech-ში პარიზში, Brilliant Minds-ში სტოკჰოლმში, TNW კონფერენციაზე ამსტერდამში და დამფუძნებლების ფორუმზე ლონდონში ზელენსკის ჰოლოგრამა ორი მეტრის სიმაღლის სენსორული ეკრანის საშუალებით იყო წარმოდგენილი. 

ჰოლოგრამა სამგანზომილებიანი ვიზუალური პროექციაა, რომელიც რაიმე სახის ობიექტს ან ინფორმაციას ასახავს. მოცულობითი გამოსახულების მიღება  სხეულის მიერ არეკლილი ტალღის საზღვრის მიღებასა და შემდგომ აღდგენას ეფუძნება.

ვოლოდიმირ ზელენსკი
კადრი Talesmith-ის 2022 წლის ვიდეოდან 
ვოლოდიმირ ზელენსკის ჰოლოგრამა

ამდენად, ვოლოდიმირ ზელენსკის კუპიანსკში ჩასვლასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ის არ ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული კადრები დადგმულია.  

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ფეისბუქ-მომხმარებლები და რუსული მედია ხშირად ავრცელებს ვიზუალურ მასალებს მტკიცებით, რომ ომის სცენები დადგმულია. მსგავსი პოსტების ნაწილი “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist