ვლადიმერ პუტინის შესახებ დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ვლადიმერ პუტინი
92
VIEWS

11 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ციტატა (1;2;3), რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ საუბრობს. პოსტების თანახმად, ტრამპმა თქვა: “პუტინს შეეძლო ბევრი შვილი ყოლოდა, ცოლი რომ ყოლოდა. მაგრამ მან შვილები აირჩია და შვილებისგან შვილები ვერ გეყოლება.”

ვლადიმერ პუტინი

დონალდ ტრამპის სახელით ვლადიმერ პუტინის შესახებ ყალბი ციტატა ვრცელდება. ტრამპის მსგავსი შინაარსის განცხადება არც მედიებსა და არც თეთრ სახლს გაუვრცელებია, ის ასევე არ იძებნება სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე. 

თავდაპირველად, ციტატის მოძებნას შევეცადეთ ამერიკული მედიასაშუალებების ვებ-გვერდებზე (1, 2, 3), თუმცა არცერთ მათგანს პრეზიდენტის იგივე ან მსგავსი შინაარსის განცხადება არ გამოუქვეყნებია. ციტატის მოძებნა ასევე შეუძლებელია პრეზიდენტ ტრამპის X-ისა და Truth Social-ის ოფიციალურ გვერდებზე. 

11 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართა პრესკონფერენცია, რომელიც, ძირითადად, ვაშინგტონში კრიმინალისა და დაბინძურების მაჩვენებლის გამოსწორებას ეხებოდა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოსალოდნელი შეთანხმების შესახებ. მან რამდენჯერმე ახსენა რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა არ უხსენებია მისი ოჯახი და შვილები. 

თეთრ სახლში პრესკონფერენციისას დონალდ ტრამპმა ახსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პარასკევს ალასკაში შეხვდება. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის “ტერიტორიების გაცვლაც” ახსენა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიებს გულისხმობს. პრესკონფერენციისას დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ პუტინზე მცირე დროით ისაუბრა და თქვა, რომ ალასკაში გარიგების მისაღწევად არ მიდის, სურს მოისმინოს, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი და როგორია ომის დასრულების მისი გეგმა. 

ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და ვნახავთ, ის რას ფიქრობს. თუ ეს სამართლიანი გარიგებაა, მე მას გავუმხელ ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის,” – თქვა ტრამპმა. 

“ვფიქრობ, პატივსაცემია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში მოდის, განსხვავებით იმისა, ჩვენ წავსულიყავით მის ქვეყანაში ან მესამე მხარის ადგილას. მაგრამ, ვფიქრობ, კონსტრუქციული საუბარი გვექნება,”განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინზე საუბრისას. 

დონალდ ტრამპის შესახებ გავრცელებული მცდარი ცნობები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. მათ შორის, წარსულშიც გავრცელებულა პრეზიდენტის სახელით ყალბი ციტატები. მათ შესახებ ვრცლად “მითების დეტექტორზე” წაიკითხავთ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist