ვლადიმერ პუტინის AI-ით გენერირებული ვიდეო ვრცელდება, თითქოს ის უკრაინაში ომის დასრულებას აცხადებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ვლადიმერ პუტინი
345
VIEWS

16 დეკემბერს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, ე.წ. რილსი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლაა აღბეჭდილი. ვიდეოში პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ასრულებს. 

ვლადიმერ პუტინი: “მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს, ვორონეჟიდან ვლადივოსტოკამდე. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი ასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და გვაძლევს უსაფრთხოების ყველა საჭირო გარანტიას, ვაცხადებ სპეცოპერაციის შეწყვეტას და ჩვენი ჯარების სრულ გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.”

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულებას გეგმავს, ფაბრიკაციაა. რუსეთის პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ვიდეო, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს იმ ტიკტოკ-ანგარიშის სახელწოდება, რომელიც ამ ვიდეოს პირველწყაროა. ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. ვლადიმერ პუტინს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, 2024 წლის 19 დეკემბრის პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე: 2024 წლის თებერვალში რომ დაბრუნებულიყო, დაიწყებდა თუ არა “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”, მან უპასუხა, რომ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, უფრო ადრე დაიწყებდა. 

იმის დასადგენად, შეინიშნებოდა თუ არა ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვალი, “მითების დეტექტორმა”  Witness– ს მიმართა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake ტექნოლოგიების ამოცნობაზე მუშაობს. ვიდეოს გადასამოწმებლად სამმა სხვადასხვა გუნდმა იმუშავა და დაასკვნა, რომ როგორც კადრიც და აუდიოც არავთენტიკურია და, დიდი ალბათობით,  ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. 

Witness– მა ვიდეოში გამოყენებული ხმა ვლადიმერ პუტინის ავთენტიკურ ხმას შეადარა და დაასკვნა, რომ მათ შორის ძალიან მცირე მსგავსებაა. გარდა ამისა, ამავე ორგანიზაციის მიხედვით, კადრების მხოლოდ 28.15 %  არის სრულად ავთენტიკური, დანარჩენი კი დამუშავებულია. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ვლადიმერ პუტინმა 19 დეკემბერს დასკვნითი პრესკონფერენცია გამართა. უკრაინის თემაზე საუბრისად,  მან თქვა, რომ რუსეთი მზად არის კომპრომისისთვის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკების დროს და არ წაუყენებს არავითარ პირობებს უკრაინის ხელისუფლებას. მისივე თქმით, მზად არის ყველასთან სასაუბროდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, მაგრამ ნებისმიერ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის კანონიერმა ხელისუფლებამ, რაც რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, ახლა მხოლოდ უკრაინის პარლამენტია. 

პუტინს РБК -ს ჟურნალისტმა ჰკითხა, 2022 წლის თებერვალში რომ დაბრუნებულიყო დაიწყებდა თუ არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ამ ტერმინით მოიხსენიებენ რუსეთში) მან უპასუხა: “წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, იმის გათვალისწინებით ახლა რაც ხდება, ვიფიქრებდი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო ადრე უნდა დაგვეწყო”.

ვლადიმერ პუტინის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ადრეც გავრცელდა, თითქოს ის აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაზე საუბრობს. სინამდვილეში, პუტინს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და რედაქტირებისთვის გამოიყენებს ერთ-ერთი ვიდეო მისი გამოსვლებიდან. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist