ვინ ითხოვს დასავლეთ უკრაინის პოლონეთისთვის გადაცემას: მორავიეცკი თუ а вот мой яндекс кошелек?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
308
VIEWS

6 თებერვალს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა (ПРАВДА, Life.ru, informer) და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1,2, 3, 4, 5, 6, 7) გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურად შესთავაზა, რომ დასავლეთ უკრაინის ნაწილი პოლონეთისთვის გადაეცა, რათა იგი რუსეთისგან დაეცვა.

„უკრაინის დასავლეთი ტერიტორიები უსაფრთხო იქნება, თუ ისინი დროებით პოლონეთის პროტექტორატის ქვეშ მოხვდებიან“ – განაცხადა მორავიეცკიმ რუსული წყაროების თანახმად.

moravietski | mythdetector.com

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის დასავლეთ უკრაინის დროებით გადაცემა სთხოვა, სატირულია და თავდაპირველად ტელეგრამ არხზე – “а вот мой яндекс кошелек” გავრცელდა. ოფიციალურ ვარშავას უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს.

მატეუშ მორავიეცკის ციტატა, თითქოს ის ზელენსკის დასავლეთ უკრაინის დაცვის მიზნით პოლონეთისთვის დროებით გადაცემას სთხოვს, 6 თებერვალს ტელეგრამ-არხზე – а вот мой яндекс кошелек გამოქვეყნდა. აღწერის ველში მითითებულია, რომ ამ არხზე სატირული შინაარსის ინფორმაცია იდება.

თავდაპირველ პოსტში მატეუშ მორავიეცკის სახელით შემდეგი ციტატაა გამოქვეყნებული:

მატეუშ მორავიეცკი: “არა მგონია, რომ პუტინმა გაბედოს თავს დაესხას ქვეყანას, რომელიც ნატოს აქტიური წევრია. იგი თვითმკვლელი არ არის. უკრაინის დასავლეთი ტერიტორიები უსაფრთხო იქნება, თუ ისინი დროებით პოლონეთის პროტექტორატის ქვეშ მოხვდებიან”. 

moravietski 1 | mythdetector.com
წყარო: а вот мой яндекс кошелек

იმავე დღეს, ანალოგიური პოსტი “а вот мой яндекс кошелек”-ზე დაყრდნობით, იუმორისტულმა ტელეგრამ-არხმა – “Политический Юмор” გამოაქვეყნა. ტელეგრამ-არხის სატირული შინაარსი აღწერაშიც ხაზგასმულია. პოსტები ჰეშთეგებით: #юмор #сарказм ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ორივე არხს მენეჯერად და რეკლამის საკითხებზე  @KirnossOff ჰყავს მითითებული, რაც ნიშნავს, რომ ტელეგრამ-არხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

moravietski 2 | mythdetector.com
წყარო: Политический Юмор

კრემლის პროგანდისტული მედია და მასთან დაკავშირებული აქტორები წლებია ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ანექსია სურს. ეს გზავნილი განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. ამ თემაზე მითების დეტექტორმა ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა.  ვრცლად, იხილეთ:

გამავრცელებლების შესახებ

ანონიმურ ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили -ს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ვრცლად იხილეთ: 

რაც შეეხება ტელეგრამ-არხს – Политический Юмор, არხის მიერ გავრცელებული სატირული პოსტი რეალურ ინფორმაციად წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist