25 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინი ჯღარკავამ გაავრცელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდის სქრინი შემდეგი შინაარსით: “ჰესს ბიძინა ივანიშვილი აშენებს და აქციაზე ჩემს დაჭერას ითხოვენ”.
გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდის სქრინი ყალბია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. (americanadventure.com) გიორგი გახარიას ოფიციალურ გვერდზე მსგავსი პოსტის გამოქვეყნებას უარყოფენ მის პრესსამსახურშიც.
გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი 2 მაისისაა და აღდგომის დღესასწაულის მისალოც ფოტოს შეიცავს. რაც შეეხება სქრინს, მსგავსი შინაარსის პოსტი გახარიას ოფიციალურ გვერდზე არ გვხვდება. ნინო ჯღარკავას პოსტის აღწერის მიხედვით, სქრინზე ასახული პოსტი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგაა გამოქვეყნებული, თუმცა ამ პერიოდში ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა პოსტები ნამახვანჰესის და მიმდინარე აქციების შესახებ.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი გახარიას პრესსამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი პოსტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა და სქრინი ყალბია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.