ვინ არის პატარაიას კრიტიკის ობიექტი – კახი კალაძე თუ ალუაშვილების ოჯახი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

16 დეკემბერს გაზეთმა “რეზონანსმა” და ქლიქბეით საიტმა footbal.ge-მ ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის ბაია პატარაიას ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით მასალა გამოაქვეყნეს. პუბლიკაციის სათაურში გამოტანილია ციტატა “არ წაიღეს ტვინი ამ ღარიბებმა რააა?!”  პოსტი ქალაქის მერის მიერ სოციალურად დაუცველი ალუაშვილების ოჯახისთვის ბინის ჩუქებას ეხებოდა და თან ერთვოდა პატარიას და აღნიშნული ოჯახის ბავშვისა და მშობლის სურათი.

;;

ბაია პატარაიას ფეისბუკ პოსტი სარკასტული  იყო და მედიამ ციტატა უკონტექსტოდ და შეცვლილი შინაარსით გააშუქა. ციტატის ბოლოს გამოტოვებული იყო ის ნაწილი, რომელიც ქალაქის მერს შეეხებოდა და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ უფლებადამცველის კრიტიკის ობიექტი სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო და არა ქალაქის მერი. 

  • ბაია პატარაიას სარკაზმი რეალურად თბილისის მერს მიემართებოდა

16 დეკემბერს ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ თავის ფეისბუქ ანგარიშზე ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სარკასტულად მიმართავდა თბილისის მერს კახი კალაძეს. სარკაზმის საფუძველი აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენები გახდა. 15 დეკემბერს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში 12 მშენებარე სახლი დაანგრია, მოსახლეობა წინააღმდეგობის გაწევას და სახლების გადარჩენას ცდილობდა, სწორედ ამ დროს ფოტო ობიექტივში მოხვდნენ მამა-შვილი ალუაშვილი, მათი ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში სოციალური სოლიდარობა და ადგილობრივი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.16 დეკემბერს კი კახი კალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალუაშვილების ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

სათაურში გამოტანილ ფრაზას “არ წაიღეს ტვინი ამ ღარიბმა შურიანებმა რაა?!” პატარაის პოსტში მოსდევს ფრაზა “ასდოლარიანები ვერ ჩამოუკიდიათ ნაძვის ხეზე და ქველმოქმედებაშ და შიკეთეშ უჭუნებენ მეეეერს”. ამ ფრაზის მიხედვით მისი კრიტიკის ობიექტი ქალაქის მერია და მინიშნება ხდება მისი მეუღლის მიერ 2010 წელს საახალწლო ნაძვის ხის დოლარებით მორთვაზე, რაც საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდა. ამ ფრაზის გამოტოვებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატარაია სოციალურად გაჭირვებულებს დასცინის და აქილიკებს და არა თბილისის მერს.

;

ციტატის უკონტექსტოდ გავრცელებას თავად ავტორიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  პოსტი უკონტექსტოდ და არასარკასტულად მიზანმიმართულად ვრცელდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ციტატით  ბაია პატარაიას დისკრედტაციას ცდილობენ, 2020 წლის იანვარში ადამიანის უფლებათადამცველი აქტიცისტების ბაია პატარაიასა და იდა ბახტურიძის გაყალბებული ციტატბი ყალბი სქრინებით ვცელდებოდა.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist