ვინ არის გამოსახული ფოტოზე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რუსი პორნო მოდელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
35.7k
VIEWS

25 მარტს რუსულ მედიასა  და ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან (1, 2, 3 ) ანგარიშებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკისა და მას მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში წერენ, რომ ფოტოებზე ბერბოკია გამოსახული და ის წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული. 

“ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა”, – პოსტების აღწერებში ამ სიტყვებს ბერბოკს მიაწერენ. 

analenas porno | mythdetector.com

analenas porno 1 | mythdetector.com

გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული შიშველი ქალი არა ანალენა ბერბოკი, არამედ რუსი პორნო მოდელი  – მარტინა მინკია. მისი ეს და სხვა ფოტოები პორნოსაიტებზე დევს.

აღნიშნულ ფოტოს ანალენა ბერბოკს 2021 წლიდან უკავშირებენ. მის წინააღმდეგ გენდერული დისკრიმინაციის კამპანია გერმანიის წინასაარჩევნო პერიოდში აგორდა, როდესაც ის პარტია “მწვანეების” სახელით გერმანიის კანცლერობის კანდიდატი იყო. ეს ფოტოც მისი დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა. სინამდვილეში, ფოტოზე რუსი პორნო მოდელი – მარტინა მინკია გამოსახული. აღნიშნული ინფორმაცია მაშინ გერმანულმა მედიამ – RTL NEWS გადაამოწმა. 

ფოტოს უკუძიების სისტემით ინტერნეტში პორნო მოდელის ეს და  სხვა ფოტოებიც იძებნება.

analenas porno 2 | mythdetector.com

analenas porno 3 | mythdetector.com

ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 23 მარტს ეწვია. მან ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს. ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის წევრებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს შეხვდა. ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა – “ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში”. მისი თქმით, გზა ევროკავშირისკენ  ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა გაიარონ. 

წყაროების შესახებ

ფეისბუკ- ანგარიში ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორის” არაერთ მასალაში მოხვდა

დეზინფორმაციებს ავრცელებს ასევე ფეისბუკ-ანგარიში მაია ჭელიძეც. მისი პოსტების შინაარსი ძირითადად ანტიდასავლურია.

analenas porno 4 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist