ვინ არის არტემ დმიტრუკი და აკრძალეს თუ არა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

არტემ დმიტრუკი
265
VIEWS

16 ოქტომბერს სამთავრობო მედია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “არჩევანის პირისპირ” პირდაპირ ეთერში ჩაერთო უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, არტემ დმიტრუკი. მისი თქმით (1;2;3), უკრაინის რადამ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თაოსნობით, მართლმადიდებლობის აკრძალვის სასარგებლოდ მისცა ხმა.  

დმიტრუკის ინტერვიუს ნაწყვეტი გავრცელდა Threads-ზე. ასევე, გამოაქვეყნეს ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მათ შორის, დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა. დმიტრუკის ინტერვიუს ეს ნაწილი გააშუქა ონლაინ გაზეთმა The Georgian Times-მაც. 

დმიტრუკი: წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში აეკრძალათ მართლმადიდებლური რწმენა, რაც ხდება უკრაინაში. უკრაინაში ოფიციალურად პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტის თაოსნობით, რომ აკრძალულიყო მართლმადიდებელი რწმენა. იკეტება მართლმადიდებლური ტაძრები, სცემენ მღვდლებს. (იმედის სინქრონული თარგმანი)

არტემ დმიტრუკი არტემ დმიტრუკი

არტემ დმიტრუკის მტკიცება, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი ეკლესია აკრძალეს, მანიპულაციურია.  რადას მიერ მიღებული კანონპროექტით აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები აიკრძალა, შესაბამისად, კანონი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხო, რომელიც ქვეყანაში ერთადერთო მართლმადიდებელი ეკლესია არ არის.  

  • აკრძალეს თუ არა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია?

2024 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლებელი ხდება, ქვეყანამ აკრძალოს რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა მართვის ცენტრი აგრესორ ქვეყანაში მდებარეობს. კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 29 იყო. რელიგიურ ჯგუფებს რუსეთთან კავშირების შესაწყვეტად 9 თვე მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით დახურვის რისკის წინაშე დადგებიან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი დამოუკიდებლობის დღეს მოაწერა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობამ გადადგა ნაბიჯი “მოსკოვის ეშმაკებისგან” გათავისუფლებისკენ. 

უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Правосла́вна це́рква Украї́ни (ПЦУ)) და მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ( Українська православна церква Московського патріархату- (УПЦ МП)). 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ПЦУ-ს თავს გამოკითხულ უკრაინელთა 54% მიაკუთვნებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – 4%. სწორედ ამ უკანასკნელს ადანაშაულებს უკრაინა რუსული პროპაგანდის გავრცელებაში. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კანონზე ხელის მოწერის დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 100-ზე მეტი სასულიერო პირის წინააღმდეგ იყო აღძრული. 

УПЦ-ს საკუთრებაში არსებული ტაძრების ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსული მხარისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების და რუსული აგრესიის გამართლების შემთხვევები,  პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსეთის მხარეზე გადასვლის მოწოდების შემცველი დოკუმენტები. უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ვასილ მალიუკმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდჯომარემ, აღნიშნა, რომ “მტერი ძალიან აფასებს თავის ანაფორიან აგენტებს” და იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ბრალდებულებელი მღვდელმსახური დატყვევებულ 28 უკრაინელ ჯარისკაცშიც კი  გაიცვალა.   

არტემ დმიტრუკი
ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 2024 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 83% მხარს უჭერს სახელმწიფოს ამა თუ იმ ხარისხით ჩარევას УПЦ-ის საქმიანობაში (2022 წლის დეკემბერი – 78%; 2023 წლის მაისი – 85%). ამავდროულად, იმავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელი მოსახლეობის 63%-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული ეკლესია ქვეყანაში სრულად უნდა აიკრძალოს (2022 წლის დეკემბერი – 54%; 2023 წლის მაისი – 66%). გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 82% არ ენდობა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიას.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტორპოლიტმა ონოფრემ, დაგმო რუსული აგრესია და პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა: “ამ ხალხებს შორის ომი არის კაენის ცოდვის გამეორება, რომელმაც შურით მოკლა თავისი ძმა. ასეთ ომს არ აქვს გამართლება არც ღმერთისთვის და არც ხალხისთვის”. აგრესორი ქვეყნის “მოძმე ერად” გამოცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

მართალია, 2022 წლის 27 მაისს, УПЦ-მ მოსკოვის საპატრიარქოსგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ეს ეკლესია 30 წელია დამოუკიდებელია და ის ინარჩუნებს მოსკოვის საპატრიარქოსთან სულიერ კავშირს. აღნიშნულმა განცხადებამ უკრაინელების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია,  რადგან მოსკოვის საპატრიარქო და მისი წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, ამართლებდა რუსულ აგრესიას  უკრაინაში, ლოცავდა რუს გენერლებს და უკრაინაში დაღუპვით სამხედრო მოსამსახურეებს ცოდვების მიტევებას ჰპირდებოდა

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, УПЦ-ს დიაკვანი, არტემ დმიტრუკია. 

არტემ დმიტრუკი

  • ვინ არის დმიტრუკი?

პარტია ,,ხალხის მსახურის’’ ყოფილი წევრი, რომლის ინტერვიუებს ქართული პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია ხშირად აქვეყნებს, უკრაინიდან გაქცეულია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. 

ყოფილი სპორტსმენი და ბიზნესმენი უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 2019 წელს აირჩიეს, 2021 წლის ნოემბერში კი ფრაქცია “ხალხის მსახურიდან” გარიცხეს.  პარლამენტში ყოფნისას დმიტრუკმა არაერთ საკითხზე დაიკავა პრორუსული პოზიცია, გამოირჩეოდა ანტივაქსერული განცხადებებით, მტკიცედ უჭერდა მხარს მოსკოვთან დაკავშირებულ ეკლესიას და, სავარაუდოდ, გირაოც გადაუხადა ეკლესიის მღვდელს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი. დმიტრუკმა 2021 წელს მონაწილეობა მიიღო პრორუსი და სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ანატოლი შარის პროპაგანდისტულ ფილმშიც. 2022 წელს ჩხუბი წამოიწყო ოდესის საბჭოში, რა დროსაც სამი პოლიციელი დაშავდა.

არტემ დმიტრუკი
დმიტრუკი პრორუსი ბლოგერის ფილმში

17 აგვისტოს, არტემ დმიტრუკმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ გამოჩნდა კადრები, რომლებშიც უკრაინელი ჯარისკაცები კურსკში ისტორიულ ძეგლებს ანადგურებენ და ადგილობრივ მოსახლეობას დასცინიან. დმიტრუკი ამბობდა, რომ ეს ხელს უწყობს რუსულ არმიაში მოხალისეების რაოდენობის ზრდას და რეპუტაციას ულახავს უკრაინას. 

არტემ დმიტრუკი

აღნიშნული პოსტის შემდეგ დმიტრუკი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი მოწოდებები დაიწყო, რაც მას და მის ოჯახს საფრთხეს უქმნიდა. რადას ყოფილმა დეპუტატმა 23 აგვისტოს უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მოლდოვასთან, რის შემდეგაც რომში გაიქცა. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, დმიტრუკი ეჭვმიტანილია სამართალდამცავებზე თავდასხმასა და იარაღის მოპარვის მცდელობაში, საშუალო სიმძიმის დაზიანების მიყენებასა და ხულინგობაში.  გარდა ამისა, პროკურატურის ოფისის ცნობით, არტემ დმიტრუკმა კიევში ყოფნისას, 2023 წლის ოქტომბერში,  შელაპარაკების ნიადაგზე, სამხედრო ოფიცერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო საშუალო სიმძიმის დაზიანება. პროკურატურამ საქმე აღძრა სამი პირის წინააღმდეგაც, რომელთაც დმიტრუკს საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს. 

2024 წლის 9 სექტემბერს, უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა ინტერპოლს მიმართა, რათა არტემ დმიტრუკზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადებულიყო. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დმიტრუკი ლონდონშია, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა დიდ ბრიტანეთს მისი ექსტრადირების თხოვნით მიმართა.   

შესაბამისად, დმიტრუკი უკრაინიდან გაქცეული პოლიტიკოსია, რომლის მიერ ტელეკომპანია იმედისთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილი მანიპულაციური შინაარსისაა. უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის მიზეზი არა დევნა, არამედ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, ჯაშუშური და დივერსიული საქმიანობაა. ვრცლად კანონპროექტზე წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში


მოამზადა ზურაბ აბაშიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist