მორიგი ძვირადღირებული ვილა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეუძენია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6.2k
VIEWS

8-11 იანვარს რუსულ მედიაში ( 1, 2, 3, 4 ) ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე და რუსულენოვან ტელეგრამ-არხებზე (1, 2, 3) გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვის კუნძულ სენ-ბართლემზე 436 მ² ვილა შეიძინა. სტატიის მიხედვით, მან შესყიდვა კვიპროსში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის Aldorante LTD-ის მეშვეობით განახორციელა. დოკუმენტს ხელს ზელენსკის ბავშვობის მეგობარი სვეტლანა პიშანსკა აწერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ 17,8 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებსაც მოიცავს, რომელსაც კომპანია Mancar ხელმძღვანელობს. Mancar მიწისქვეშა ბუნკერის შექმნაზეა პასუხისმგებელი.

ვილა

ვილა, რომლის შეძენასაც ზელენსკის მიაწერენ ე.წ. მილიარდელების კუნძულზე მდებარეობს და Villa Stellae -ს სახელითაა ცნობილი. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაცია ფრანგულ წყაროებში გავრცელდა, თუმცა კონკრეტული მედია მითითებული არ არის. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციას თან შესყიდვის ამსახველი დოკუმენტი ერთვის. ასევე თანდართულია ვიდეო, რომელშიც ფრანგულ ენაზე გარიგების დეტალებს ყვებიან. ვიდეოს მიხედვით, გარიგება 2024 წლის 4 ოქტომბერს შედგა. 

ვილავილა ვილა

ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილა Stellae შეიძინა, ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება. უძრავი ქონების სააგენტო, რომელმაც ვილის გაყიდვაზე ინფორმაცია გაავრცელა, უარყოფს, რომ ვილის ახალი მფლობელი უკრაინის პრეზიდენტი ან უკრაინასთან დაკავშირებული რომელიმე პირია. შესყიდვის ამსახველი თანდართული დოკუმენტები გაყალბებულია.

გავრცელებულ სტატიაში მითითებულია, რომ უძრავი ქონების სააგენტომ Sibarth Real Estate Villa Stellae-ს გაყიდვაზე პოსტი 2024 წლის ოქტომბერში დაწერა. კომპანიამ ფეისბუკ-გვერდზე 11 ოქტომბერს ნამდვილად დაწერა, რომ ვილა გაიყიდა, თუმცა არ მიუთითებია ინფორმაცია ახალ მფლობელებზე. 

გულწრფელ მადლობას ვუხდით გამყიდველს ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის და გულთბილად ვულოცავთ ახალ მფლობელებს ასეთი პრესტიჟული რეზიდენციის შეძენას. – წერია Sibarth Real Estate -ის ფეისბუკ პოსტში. 

დიდი ალბათობით, რუსულ წყაროებში დეზინფორმაცია სწორედ ამ პოსტის ბაზაზე შეიქმნა. 

იმის გადასამოწმებლად თუ ვინ არის ვილის ახალი მფლობელი “მითების დეტექტორი” Sibarth Real Estate -ს დაუკავშირდა. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ვილა ფრანგულმა კომპანიამ შეიძინა, რომლის მფლობელებს უკრაინასთან კავშირი არ აქვთ.

“მადლობა, რომ ეს საკითხი ჩვენამდე მოიტანეთ. ვადასტურებთ, რომ Sibarth Real Estate-მა Villa Stellae-ს ტრანზაქცია განახორციელა, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. მყიდველი არის არა შპს Altorante, არამედ ფრანგული კომპანია, რომელსაც ფრანგი აქციონერები ჰყავს და არანაირი კავშირი არ აქვთ უკრაინასთან. გარდა ამისა, არასწორია მითითებული ფასიც და გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, აღვნიშნავთ,რომ სახლში სამუშაოები არ მიმდინარეობს.” – ნათქვამია სააგენტოს პასუხში.

ვილა

სააგენტომ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ვილაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” კომპანია Mancar -საც დაუკავშირდა, რომელიც რუსული წყაროების მიხედვით, მიწისქვეშა ბუნკერის შექმნაზეა პასუხისმგებელი. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატიას დაემატება კომპანიის პასუხი.

გავრცელებულ სტატიებში მითითებულია, რომ ინფორმაცია ფრანგულ წყაროებში გავრცელდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის სტატია არცერთ რეპუტაციულ ფრანგულ მედიაში და არც გუგლის საძიებო სისტემაში ფრანგულ ენაზე არ იძებნება. თანდართული ვიდეო კი, რომელშიც ფრანგულ ენაზე გარიგების დეტალებზე ყვებიან, მხოლოდ რუსულენოვან წყაროებსა და პროპაგანდისტულ არხებზე დევს.

ინფორმაციას, თითქოს ზელენსკების ოჯახი დასავლეთის ფულს პირადი მოხმარების ფუფუნების საგნებში ხარჯავს, კრემლის პროპაგანდისტული არხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ავრცელებენ. “მითების დეტექტორს” ამ თემაზე არაერთი სტატია მოუმზადებია. ამ დრომდე ზელენსკების ოჯახს აბრალებდნენ, რომ მათ შეიძინეს:

  1. ბრიტანელი მომღერალი სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული – Tenuta il Palagio, რომელშიც 60-დან 75 მილიონამდე გადაიხადეს.
  2. საფრანგეთში, კურშაველში, სასტუმრო 88 მილიონ ევროდ.
  3. კვიპროსში 150 მილიონ ფუნტად შეფასებული სასტუმრო და კაზინო.
  4. 8 მილიონ ევროდ გებელსის ყოფილი ვილა.
  5. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III – სგან Highgrove-ის სასახლე 20 მილიონ ფუნტად.
  6. აშშ-ში, მაიამიში, ზელენსკი ფლობს 35 მილიონი დოლარის ღირებულების “სასახლეს”.
  7. ოლენა ზელენსკამ უახლესი Bugatti Tourbillon 4,5 მილიონ ევროდ შეიძინა.
  8. ოლენა ზელენსკამ ნიუ-იორკში ვიზიტის დროს Cartier-ის მაღაზიაში $1 100 000-ის ღირებულების სამკაულები იყიდა.

რუსული პროპაგანდის ეს მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს: თავდაპირველად დეზინფორმაცია ვრცელდება რომელიმე დასავლურ, ახალშექმნილ მედიაში, რომელსაც შემდეგ რუსული წყაროები ეყრდნობიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული არ არის მედია, თუმცა წერენ, რომ ინფორმაცია ფრანგული წყაროებიდან გავრცელდა.  

კრემლის პროპაგანდის ამ მეთოდზე  “მითების დეტექტორმა” Maldita.es -სთან, StopFake-თან, Delfi -ისთან,  Chequeado-ს La Silla Vacía-ს, Animal Político -სა და EsPaja -სთან ერთად ორი კვლევა მოამზადა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist