რა ვიცით პირებზე, რომლებიც ვიდეოში თავს ელენე ხოშტარიას ჯგუფელებად წარადგენენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ელენე ხოშტარია
592
VIEWS

23 იანვარს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის POSTV-ის ფეისბუკ გვერდებმა  POSTV – ანალიტიკა  და POSTV – პოლიტიკა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ ის “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯგუფელების მიმართვას ასახავს. ვიდეოში რუსულენოვანი პირები აღნიშნავენ, რომ ისინი ხოშტარიას ჯგუფელები არიან; ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ МГИМО-ში სწავლისას ელენე ხოშტარიასთან ერთად სვამდნენ, ახლა კი ხოშტარიას თბილისში მარტოს უწევს დალევა:

 „მივესალმებით ელენე ხოშტარიას! ის ჩვენთან ერთად სწავლობდა МГИМО-ში, სადაც ხშირად ერთად ვსვამდით. დღეს კი მან მიგვატოვა და მარტო სვამს თბილისში. დაგვიბრუნდი, ჩვენ გარეშე ნუ სვამ. საზიანოა შენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან მოგვენატრე. უფრო მეტად დასალევად. ლენაჩკა, ან ჩვენ წაგვიყვანე ან სულ ყველა ჩვენით ჩამოვალთ. და დაიმახსოვრე ჩვენი მაფია შენს გამო ნებისმიერს დედას უტირებს.”

იდენტური ვიდეო ასევე გამოჩნდა მცდარი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელ ფეისბუკ ანგარიშებზე: ნინო კვარაცხელია, Xaxutaishvili Irma, Dato Faika Nacvlishvili.

ელენე ხოშტარია ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში ვხედავთ პირებს, რომლებიც ფასიან სერვისს უწევენ ინტერნეტ მომხმარებლებს და TikTok-ზე დამკვეთების ვიდეოებს ანთავსებენ. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათთვის ფულის გადახდა სასურველი შინაარსის ვიდეოს ჩასაწერად.

“მითების დეტექტორმა” ვიდეოში ნაჩვენები პირებისა და ვიდეოს პირველწყაროს ძიების პროცესში მიაკვლია TikTok ანგარიშს “Cucumber Mafia”, რომელიც აღნიშნულ პიროვნებებს ეკუთვნით, ანგარიშს ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი (516.8K) ჰყავს. ანგარიშზე ასეულობით ვიდეო დევს, მათ შორის ათობით, კონკრეტული პირებისთვის ჩაწერილი მისასალმებელი ან დაბადების დღის მისალოცი ვიდეოებია. პროფილის აღწერაში მითითებულია, რომ მსურველებმა ინდივიდუალური ვიდეოს შეკვეთისთვის მათ პირად შეტყობინებაში უნდა მიწერონ. აღნიშნულს ადასტურებს ანგარიშზე აპინული ვიდეოც, რომელშიც ხსნიან თუ სად შეიძლება მათთვის სასურველი ვიდეოს შეკვეთა. 

ელენე ხოშტარია

ვიდეო, რომელშიც ელენე ხოშტარია ფიგურირებს, თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ TikTok ანგარიშზე, 23 იანვარს, თბილისის დროით 19:51 საათზე აიტვირთა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაიწყო მისი ფეისბუქზე გავრცელება. Cucumber Mafia-ს მიერ ატვირთულ ორიგინალი ვიდეოს აღწერაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვიდეოს შესაკვეთად მათ პირადი შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ. 

ელენე ხოშტარია
ვიდეოს ატვირთვის ზუსტი დრო TikTok-ზე, მსოფლიო კოორდინირებული დროით. წყარო: Trevorfox.com.

“მითების დეტექტორი” @cucumber_mafia-ს პერსონალიზებული ვიდეოს მომზადების საფასურის გასაგებად დაუკავშირდა. გუნდი ნებისმიერ მსურველს 40 დოლარად კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მოთხოვნების გათვალისწინებით ვიდეოს დაუმზადებს და საჭიროა მათთვის მხოლოდ იმ პიროვნების სახელისა და ფოტოს მიწოდება, ვისთვისაცაა განკუთვნილი შეკვეთილი ვიდეო. 

აღსანიშნავია, რომ POSTV-ის მიერ გავრცელებული ვიდეო 38 წამია, ორიგინალი კი 54. ფეისბუქზე ატვირთულ ვიდეოში მოჭრილია საწყისი კადრი, სადაც ეს კაცები თავის თავს წარადგენენ და ასევე ნაწილი, რომელშიც ვიდეოში ნაჩვენები მესამე პიროვნება კამერის ახლოს საუბრობს. საინტერესოა, რომ ამ კაცის ამოჭრილ კადრში ჩანს მისი ქურთუკის სახელო, რომელზეც უკრაინის დროშაა დატანილი.

ელენე ხოშტარია

არქივი: 1, 2, 3, 4,  5, 6, 7.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist