10 მაისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ზელენსკის ხერსონში ვიზიტს ასახავს. ზელენსკი რამდენიმე ადამიანს ესალმება, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან იყურებიან, რის შემდეგაც ისინი ზელენსკის აგინებენ და მისი მისამართით ჰომოფობიურ ჟარგონს იყენებენ.
გავრცელებული პოსტში ვიდეოკადრები შეცვლილი აუდიო ვერსიით ვრცელდება. რეალურად, ხერსონის მოქალაქეები ზელენსკის არ აგინებენ და არც ჰომოფობიური ჟარგონით მოიხსენიებენ. ორიგინალ ვიდეოში გარკვევით ისმის, რომ ისინი ცნობილ უკრაინულ ფრაზას “Слава Україні-ს” ამბობენ, ხოლო ზელენსკი და მასთან ერთად მყოფი სამხედროები “Героям слава-თი” პასუხობენ.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და გინების ხმა აქვს დადებული. ორიგინალ ვიდეოში ისმის, რომ მოქალაქეები ზელენსკისთან და სამხედროებთან ერთად ცნობილ უკრაინულ ფრაზას ხმამაღლა წარმოთქვამენ. მოქალაქეები, რომლებიც ფანჯრიდან იყურებიან ამბობენ – “Слава Україні! (დიდება უკრაინას), ვოლოდიმირ ზელენსკი და მასთან ერთად მყოფები კი პასუხობენ – Героям слава! (დიდება გმირებს).
ვიდეო 2022 წლის ნოემბერშია გადაღებული, როცა უკრაინის პრეზიდენტი რუსული შეიარაღებული ძალებისგან ახალგათავისუფლებულ ხერსონს ეწვია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.