ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძარი დაწვეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
614
VIEWS

6-7 აპრილს ქართულ (1,2,3,4) და რუსულენოვანმა (1,2,3) ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესიის შენობა. თანდართული აღწერით მიხედვით, ეკლესია უკრაინაში მდებარეობს და ის უკრაინელებმა დაწვეს. ანგარიშების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში ასახული მართლმადიდებლური ტაძარი ნიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოპოლტავკაში მდებარეობდა. 

Screenshot 11 1 | mythdetector.com

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესია, ყალბი აღწერით ვრცელდება. ის ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება და არა უკრაინაში, არამედ რუსულ სოფელ ილინკაში მდებარე ტაძრის დაწვას ასახავს. 

გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. ეკლესია, რომელსაც კადრებში ვხედავთ რუსულ სოფელ ილინკაში მდებარეობდა და ის 2013 წელს დაიწვა. ვიდეოს ორიგინალი ვერსია ერთ-ერთ რუსულენოვან იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი

Screenshot 12 1 | mythdetector.com

ამავე არხზე მოვლენის ამსახველი სხვა რამდენიმე ვიდეოცაა განთავსებული

Screenshot 13 1 | mythdetector.com

გავრცელებული ვიდეო უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრმაც გადაამოწმა. 6 აპრილს ცენტრის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება, რაც უკრაინელების დისკრედიტაციასა და რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტებას ისახავს მიზნად. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთში დამწვარი ეკლესიის კადრებს უკრაინულად ასაღებენ და ამით უკრაინის ხელისუფლების, ან ზოგადად უკრაინელების დისკრედიტაციას ცდილობენ. მსგავსი მტკიცება “მითების დეტექტორმა” 2022 წლის მარტშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალაში: 

ნარატივი, რომ უკრაინის ხელისუფლება ეკლესიას და მართლმადიდებლობას ებრძვის, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ კიევ-პეჩერის ლავრის მღვდლებსა და ბერებს ლავრის დატოვება მოსთხოვა. ამ პროცესების ირგვლივ გავრცელებული მანიპულაციური და მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორის” რამდენიმე მასალაში მოხვდა: 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ეკლესიის ვიდეო გამოაქვეყნეს, მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მწერალი მერაბ რატიშვილი, ხატია ჯანაშია და ქართველი ქართველი, ასევე რუსულენოვანი ანგარიში Злой Ёжик წარსულში “მითების დეტექტორის” არაერთ მასალაში მოხვდნენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist