ვიდეომანიპულაცია, თითქოს ინგლისური საფეხბურთო კლუბის მაისურზე “მოსკვა” წერია 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

30 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3;4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ინგლისური საფეხბურთო კლუბის მაისურზე სიტყვა “მოსკვა” წერია. პოსტებს თან ახლავს ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც გარკვევით ჩანს მაისურის წინა მხარეს, სპონსორისთვის განკუთვნილ ადგილას, დაწერილი სიტყვა “MOCKBA MODULAR”. ფეისბუქ-ანგარიშების ცნობით, ეს გუნდი “შეფილდ იუნაიტედია” და კადრები ამოღებულია 29 ოქტომბერს გამართული მატჩიდან. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ბორის ჯონსონი და დასავლეთი ჩვენ (საქართველოს) დემოკრატიას გვიწუნებს, როცა ბრიტანულ კლუბებს რუსეთი ასპონსორებს. 

Screenshot 2024 11 01 154135 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ინგლისური საფეხბურთო კლუბის მაისურზე “მოსკვა” წერია 

მტკიცება, თითქოს ინგლისური საფეხბურთო კლუბის მაისურზე სიტყვა “მოსკვა” წერია, სიმართლეს არ შეესაბამება. ფეისბუქ-ანგარიშები ფოტო/ვიდეო მანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, გუნდის მაისურზე წარწერა ლათინური ანბანითაა დაწერილი და იკითხება, როგორც “მოკბა მოდულარი”. ასევე, არასწორად ვრცელდება აღნიშნული გუნდის სახელიც.

ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გუნდი, რომლის ფოტო/ვიდეო მასალასაც ისინი ავრცელებენ, ინგლისის რანგით მეორე ლიგის, პრემიერშიფის გუნდი შეფილდ იუნაიტედია, რაც მცდარი ინფორმაციაა. სინამდვილეში, ეს გუნდი არის ამავე ლიგაში მოასპარეზე შეფილდ ვენსდეი (Sheffield Wednesday), გავრცელებული კადრები კი ასახავს მათ მატჩს ბრენტფორდის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს დროით 30 ოქტომბერს გაიმართა. 

შეფილდ ვენსდეი მატჩში სათამაშოდ მართლაც გამოვიდა მაისურით, რომლის წინა მხარესაც “MOCKBA MODULAR” აწერია, თუმცა ის  დაწერილია ლათინური ანბანის გამოყენებით და არა “მოსკვას”, არამედ “მოკბა მოდულარს” აღნიშნავს. ეს არის ბრიტანული სამშენებლო კომპანია, რომელიც ოქტომბერში გახდა შეფილდის სპონსორი. ამის შესახებ განცხადება კლუბმა 2024 წლის 18 ოქტომბერს გაავრცელა.

Screenshot 2024 11 01 154141 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ინგლისური საფეხბურთო კლუბის მაისურზე “მოსკვა” წერია 
ბრიტანული კომპანია “MOCKBA MODULAR”-ის ლოგო
ს
Sheffield Wednesday-ის მაისურზე დატანილი ლოგო

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა. 

არქივი: 1, 2, 3, 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist