ვიდეომანიპულაცია, თითქოს დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მანიპულაცია და დეზინფორმაცია
976
VIEWS

2 ივლისს ფეისბუქზე გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7) თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილი მონაკვეთი, რომელშიც ისმის ფრაზა: “შენ არ გამოდიხარ. სიტყვა აღარ გაქვს”. ფეისბუქ-მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ სპორტულმა კომენტატორმა და ღონისძიების წამყვანმა, დიმა ობოლაძემ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. 

videomanipulatsia thithqos dima oboladzem budu zivzivadzes sitqhvith gamosvlis uphleba ar mistsa | mythdetector.com

სოციალურ ქსელში ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. მტკიცება, რომ წამყვანმა ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა, უარყო დიმა ობოლაძემ და ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ. გარდა ამისა, გავრცელებული სხვა ვიდეოების ანალიზით ირკვევა, რომ იმ დროს, როდესაც დიმა ობოლაძე ამ სიტყვებს ამბობს, ის და ზივზივაძე სცენის სხვადასხვა მხარეს დგანან.  

 საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა. ფეხბურთელებს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ, საღამოს კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სპორტსმენები ავტობუსით მივიდნენ და მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს.  

ტელეკომპანია “იმედის” ლაივ ვიდეოში ჩანს (1:11:39), რომ დიმა ობოლაძე სიტყვებს “შენ არ გამოდიხარ, სიტყვა არ გაქვს” ეუბნება პირს, რომელიც სცენაზე არ დგას, შემდეგ კი კლავ სცენისკენ ბრუნდება. ამ დროს კი ბუდუ ზივზივაძე სცენის სხვა მხარეს, ფეხბურთელებთან ერთად, გიორგი მამარდაშვილის გვერდით დგას. შესაბამისად, ღონიძიების წამყვანი ამ სიტყვებს ზივზივაძეს ვერ ეტყოდა. მას შემდეგ, რაც ობოლაძის მიკროფონიდან ფრაზა ისმის, კადრი ბუდუ ზივზივაძეზე გადადის, რამაც ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილს შეუქმნა შთაბეჭდილება, თითქოს სიტყვები ზივზივაძეს მიემართებოდა.  

videomanipulatsia thithqos dima oboladzem budu zivzivadzes sitqhvith gamosvlis uphleba ar mistsa | mythdetector.com
სცენის მარხნივ – ბუდუ ზივზივაძე; მარჯვნივ – დიმა ობოლაძე. კადრი ვიდეოდან: იმედი

ის, რომ ბუდუ ზივზივაძე და დიმა ობოლაძე სცენის სხვადასხვა მხარეს იდგნენ, დასტურდება ონლაინ მედია “ტაბულას” მიერ გავრცელებული ვიდეოთიც, რომელშიც დიმა ობოლაძის ფრაზა ისმის და ბუდუ ზივზივაძე ჩანს.   

მტკიცება, რომ ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა, თავდაპირველად ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ უარყო

videomanipulatsia thithqos dima oboladzem budu zivzivadzes sitqhvith gamosvlis uphleba ar mistsa 1 | mythdetector.com
კახა ზივზივაძის ფეისბუქ-პოსტი

მოგვიანებით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, დიმა ობოლაძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ სიტყვით გამოსვლაზე ბუდუსთვის არაფერი უთქვამს და ფეხბურთელთან საღამოს განმავლობაში მსგავსი კონტაქტი არ ჰქონია:

“ახლა მოვრჩით საღამოს, წამოვედი და სქრინებს მიყრიან ფეისბუქზე, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, რომ სიტყვას არ გაძლევთო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან, შეიძლება სხვას ვუთხარი, უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს, სიტყვით არ გამოდიხარ? არა. მორჩა, ეგ იყო და ეგ. რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რაებს იგონებთ. ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი”. 

 შესაბამისად, მტკიცება, თითქოს დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზვაძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა, სიმართლეს არ შეესაბამება და გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist