ვიდეომანიპულაცია, თითქოს კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეკრებაზე სქესობრივი აქტის იმიტაციას აკეთებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კამალა ჰარისი
455
VIEWS

30 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეკრებაზეა გადაღებული. ვიდეოში გენიტალიების კოსტიუმში ჩაცმული პირი სქესობრივი აქტის იმიტაციას აკეთებს. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ გასართობი პროგრამა დემოკრატიულმა პარტიამ ჰარისის მხარდასაჭერად გამართა.  

კამალა ჰარისი

ირაკლი ზაქარეიშვილი კამალა ჰარისის შესახებ ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. რეალურად, ვიდეო მის მხარდასაჭერ შეკრებაზე არ არის გადაღებული და ის სოციალურ ქსელში ტორონტოში 2022 წელს გამართული Pride ფესტივალიდან გავრცელდა.  

სოციალურ ქსელებში ვიდეო, რომელშიც გენიტალიების კოსტიუმში ჩაცმული პირი სქესობრივი აქტის იმიტაციას აკეთებს, 2022 წლიდან სხვადასხვა აღწერით აქტიურად ვრცელდება (1;2;3;4). რეალურად, ის დემოკრატიული პარტიის მიერ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად გამართულ “გასართობ პროგრამას” არ ასახავს და არა აშშ-ში, არამედ კანადაში, ტორონტოშია გადაღებული.  

ღონისძიება, რომელზეც გენიტალიების კოსტიუმში ჩაცმული პირი გამოვიდა, ტორონტოში 2022 წლის 25 ივნისს, ნათან ფილიპსის მოედანზე ჩატარდა. Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს (1:38:05) რომ მონაწილეთა შორის ერთ-ერთი არის პირი, რომლის ვიდეოსაც ირაკლი ზაქარეიშვილი დეზინფორმაციული აღწერით ავრცელებს. 

კამალა ჰარისი

Pride-ის თვის ფარგლებში, ერთ-ერთ დაგეგმილ ღონისძიებაზე, სახელწოდებით Living Out Loud Ball, მონაწილეებმა თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა კოსტიუმით იცეკვეს. ღონისძიების შესახებ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმაც და სპონსორებს, Canada Pride-სა და Sony Music Canada-ს მადლობა გადაუხადა.  

კამალა ჰარისი

ვიდეო წარსულში სხვა ყალბი მტკიცებებითაც გავრცელებულა. მაგალითად, 2022 წელს ამტკიცებდნენ, რომ ის ბრაზილიურ სკოლაში იყო გადაღებული და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასახავდა.  

“მითების დეტექტორს” ჰარისის შესახებ გავრცელებული არაერთი მანიპულაციური პოსტი და დეზინფორმაცია აქვს გადამოწმებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, კანადა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist