ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
40
VIEWS

10 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო ჩხეტიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ვეტერანი ფეხბურთელის, ეროვნული კატეგორიის არბიტრის, კობა სადილიანის გარდაცვალების შესახებ. ჩხეტიანი მის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას უკავშირებს.

1

მტკიცება, რომ ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალებას ვაქცინაციასთან რაიმე კავშირი აქვს, მცდარია. ოფიციალური ინფორმაციით, კობა სადილიანის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ უკავშირდება.

ლადო ჩხეტიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მოყვანილია ქუთაისის “ტორპედოს” ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტის სქრინი. ქუთაისის “ტორპდომ” კობა სადილიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გამოაქვეყნა და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პოსტში არაფერია ნათქვამი გარდაცვალების მიზეზის ან მისი ვაქცინაციასთან კავშირის შესახებ. მიუხედავად ამისა, პოსტის კომენტარებში მომხმარებელთა ნაწილი მის გარდაცვალებას ვაქცინაციას უკავშირებს.

2

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კობა სადილიანის გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სადილიანი ორჯერადად იყო აცრილი და მეორე აცრიდან 4 თვე იყო გასული, რაც გარდაცვალების ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირს გამორიცხავს.

სოციალურ ქსელში ამა თუ იმ პირის გარდაცვალების კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებთან კავშირზე დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია. ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist