ვრცელდება კონსპირაციის თეორია, თითქოს ვატიკანში 60 ათასი ტონა ოქროს რეზერვი აღმოაჩინეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ოქროს რეზერვი
104
VIEWS

21 ოქტომბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Tamuna Tamo-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვატიკანში აღმოჩენილი ოქროს რეზერვი აშშ-ის ხაზინაში დააბრუნეს. პოსტის მიხედვით, 60 000 ტონა ოქროს აშშ-ში დაბრუნებას 650 რეისი დასჭირდა და ის შეიძლება გამოიყენონ “გლობალური კეთილდღეობის გეგმისთვის” (G.ESAR.A). პოსტის ავტორი მიუთითებს, რომ ოქროს ვატიკანში დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდნენ და ახსენებს ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებსა და ბავშვების დაშინებას. 

ოქროს რეზერვი

ვრცელდება კონსპირაციის თეორია, თითქოს ვატიკანში 60 000 ტონა ოქროს რეზერვი აღმოაჩინეს და ის აშშ-ში გადაიტანეს. პოსტი კონსპირაციის თეორიის ნაწილია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში წლებია, ვრცელდება. რაიმე მტკიცებულება, რომ ვატინაკში ოქრო აღმოაჩინეს და შემდგომ აშშ-ში გადაიტანეს, ღია წყაროებით არ იძებნება. 

2021 წელს სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ვატიკანში ოქროს უმსხვილესი რეზერვი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია მალევე ვირუსულად გავრცელდა (1;2)  და მედიის ყურადღება მიიქცია. პოსტებს თან ჰქონდა დართული ფოტოსურათები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ვატიკანში არ იყო გადაღებული და მანიპულაციურად იყო გავრცელებული.

AFP-მ დაადგინა, რომ პოსტების ავტორებს ძველი ფოტოები  ჰქონდათ გამოყენებული, რომლებიც ინგლისში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში იყო გადაღებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია დიდი რაოდენობა ოქროს ამოღების შესახებ არ დასტურდებოდა არცერთი რეპუტაციული მედიისა ან ოფიციალური პირის მიერ, მათ შორის, არც ვატიკანის ოფიციალური მედიის მიერ.  

ვატიკავში ოქროს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია რეპუტაციული წყაროებით არც 2015 წელს გავრცელებულა. საკუთარ პოსტში ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელიც იგივე ფოტოებს იყენებს. მაგალითად, პირველი ფოტო, რომელზეც ოქრო ჩანს, ვატიკანს არ უკავშირდება და ის ხორვატიულმა მედიასაშუალებამ 2016 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა

ოქროს რეზერვი
პირველი: ფოტო ფეისბუქ-მომხმარებლის პოსტიდან; მეორე: ფოტო 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან

მეორე ფოტოზე, რომელიც პოსტს აქვს დართული, არა ვატიკანს, არამედ ინგლისის ბანკს ვხედავთ და ის 2020 წელს Bloomberg-მა გაავრცელა.  

ოქროს რეზერვი
პირველი: ფოტო ფეისბუქ-პოსტიდან; მეორე: ინგლისის ბანკი 

მესამე ფოტო, რომელზეც მწვანე სახვევით შეკრულ ოქროს ვხედავთ, უნგრეთის ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს გამოაქვეყნა. ვატიკანთან კავშირი არც მას აქვს.   

ოქროს რეზერვი
პირველი: ფოტო ფეისბუქ-პოსტიდან; მეორე: Magyar Nemzeti Bank-ის ვებ-გვერდის სქრინშოტი 

მეოთხე ფოტო, რომელიც პოსტს აქვს დართული, წლებია, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ვებ-საიტების მიერ ვრცელდება. მედიასაშუალებები ფოტოს სხვადასხვა შინაარსის სტატიებისთვის იყენებენ და ინფორმაცია, რომ ის ვატიკანის ოქროს საცავს ასახავს, ასევე არ დასტურდება. TinEye-ს მონაცემებით, ყველაზე ადრე გამოქვეყნებული იდენტური ფოტო 2016 წელს იძებნება.  

ოქროს რეზერვი
TinEye-ს ძებნის შედეგები

პოსტში გვხვდება კიდევ ერთი ფოტოკოლაჟი, რომელიც რამდენიმე ფოტოს აერთიანებს. 

ოქროს რეზერვი

რეალურად, ვატიკანს არც აღნიშნული ფოტოკოლაჟი უკავშირდება. მისი შემადგენელი ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც ვხედავთ, თუ როგორ ითვლის ოქროს ზოდებს კაცი, არაერთ ვებ-საიტზეა ხელმისაწვდომი და მისი პოსტერებიც იყიდება (1;2;3;4). მითითება, რომ ის ვატიკანშია გადაღებული, არსად გვხვდება. 

კოლაჟში ჩასმული ორი ფოტო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებას, ეტლებს ასახავს (1;2;3). 

ოქროს რეზერვი
წყარო: Listar; BBC 

ფოტოკოლაჟი ასევე შეიცავს 2012 წელს დედოფალ ელისაბედ II-ის ინგლისის ბანკის საცავში სტუმრობის ამსახველ ფოტოებს (1;2). 

ოქროს რეზერვი
წყარო: Getty; The Nation

კიდევ ერთიო ფოტო, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ოქროს ზოდებთან ერთად ჩანს, წლებია, ვრცელდება და სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 2003 წელს ერაყშია გადაღებული.  

პოსტის ავტორი აღწერაში ახსენებს აბრევიატურა GESARA-ს, რომელსაც კონსპირაციის თეორიებში აქტიურად იყენებენ. აბრევიატურა GESARA იშიფრება, როგორც გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოებისა და რეფორმაციის აქტი. კონსპირაციის თეორიებში ეს არარსებული აქტი წარმოადგენს გლობალურ ფინანსურ გადატვირთვას, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, ვალების გაუქმებას, საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას და ძვირფასი ლითონებით მხარდაჭერილი ახალი ვალუტის სისტემის შექმნას. 

ამრიგად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ვატიკანიდან 60 ათასი ტონა ოქრო დაბრუნდა, რომელიც GESARA გეგმის განსახორციელებლად უნდა გამოიყენონ, კონსპირაციის თეორიაა. რეალურად, მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება, გამოყენებული ფოტოები კი ვატიკანში არ არის გადაღებული. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist