5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ღირსების მარშის ჩაშლისა და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის გარდა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, 7 ივლისს კი ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ დროშა ხელმეორედ ჩამოხსნეს და ვანდალურად დაწვეს.
5 ივლისის შემდეგ ალტ-ინფოს წამყვანები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ აგრესია მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სტანდარტად უნდა ქცეულიყო და დასავლური სიმბოლოების (დროშების) დაწვა ნორმა უნდა გამხდარიყო.
მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 22 ივლისს “აიისა”-ს საქმეში მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა, ლევან ვასაძის პარტიასთან “ერთობა, რაობა, იმედი” დაკავშირებული ტელეკომპანია “ალტ-ინფოსა” და მათ მხარდამჭერებს ევროკავშირის დროშის დაწვის საბაბი კიდევ ერთხელ მიეცათ. 23 ივლისს “ალტ-ანალიტიკის” წამყვანმა ზურაბ მახარაძემ მხარდამჭერებს ვანდალური ქმედებისკენ პირდაპირ მოუწოდა, როცა ევროკავშირის ამობეჭდილი დროშის სანთებელით დაწვის, ვიდეოს ფეისბუკზე ატვირთვის და ამ პროცესში კიდევ ორი ადამიანის “გამოწვევის” მოწოდება გაახმოვანა.
ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: „პრინტერზე ბეჭდავ ევროკავშირის დროშას, პატარას, იღებ დროშას, იღებ სანთებელას, წვავ და თაგავ ორ მეგობარს და ამბობ, რომ თუ ევროპა არის თამარ მეფის პრეზერვატივზე დახატვა, აი ეს არის ჩემი პასუხი, ვთაგავ ჩემ ორ მეგობარს, ამას და ამას. გავაკეთოთ ჩელენჯი!“
ზურა მახარაძის ინიციატივა ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ 25 ივლისს ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” მხარდამჭერმა შოთა მამულაშვილმა განახორციელა, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა იგივე ქმედების ჩადენისკენ სხვებსაც მოუწოდა. ამასთანავე, ვიდეო მიმართვისას მამულაშვილმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა, რომლის თანახმად არა მხოლოდ რუსეთი, ყველა საქართველოს მეზობელი ოკუპანტია. უფრო მეტიც, მან დროშის დაწვისას რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ მოწოდებაც გააკეთა:
შოთა მამულაშვილი, “ერთობა, რაობა, იმედის” მხარდამჭერი: “ახლა ვაპირებ ამ ნაგვის დაწვას იმიტომ რომ პატარათი გული მოვიფხანო. სხვა მეტი რა შემიძლია. და საერთოდ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რომ ვიძახით ევროპა გვინდა, ევროპა გვინდა, ევროპას რისთვის ვუნდივართ ჩვენ. რაც შეეხება იმაზე წიკვინს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ნებისმიერი ჩვენი მეზობელი არის ოკუპანტი და რუსეთიც არის ოკუპანტი, არი იმპერია, ანუ როცა ვიღაცა გჩაგრავს, ხომ არ გარბიხარ და ეუბნები მე შენ არ გელაპარაკები, ცდილობ რაღაცნაირად ღირსებით დაუპირისპირდე და შეაჩერო ეს მოძალადე. 30 წელია ვიძახით, ოკუპანტია, ოკუპანტია. ყველა ოკუპანტია ჩვენს გარშემო, ამიტომ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, ღირსება და დაველაპარაკოთ ამ ოკუპანტს რომ გაჩერდეს და შეწყვიტოს ოკუპაცია. რაც შეეხება, ამ სიბინძურეს (მიუთითებს ევროკავშირის დროშაზე) ეს სიბინძურე ვიყიდე 6 ლარად და ვაგზალზე და თუ სურვილი გაქვთ 6 ლარი ღირს ეს ნაგავი”.
აღსანიშნავია, რომ შოთა მამულაშვილი 7 ივლისის აქციაზე “ალტ-ინფოს” ლიდერებსა და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, მის პროფილზე ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” და ტვ “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი ლოგოებია განთავსებული. ის ასევე აქტიურად აზიარებს თბილისი პრაიდის კონტრაქციისა და “ალტ-ინფოს” ვიდეობს.
რომელ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა მამულაშვილის ვიდეო?
მამულაშვილის ვიდეო მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi-ის ფეისბუკ გვერდზე აიტვირთა. მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელი საქართველოში ბიზნესმენი და პარტიის “ერთობა, იმედი” ლიდერი ლევან ვასაძეა. მსოფლიო საოჯახო კონგრესის გარდა ვიდეო 5 ფეისბუკ გვერდსა და 8 ჯგუფში გაზიარდა.
24 ივლისს შოთა მამულაშვილის ვანდალური აქტის გავრცელებამდე ზურა მახარაძის ინიციატივა, ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით 2 ახლად დარეგისტრირებულ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა:
ფეისბუკ გვერდი |
რეგისტრაციის თარიღი |
16 ივნისი, 2021 |
|
14 ივნისი, 2021 |
დროშის დაწვის მოწოდებების გაზიარებები ჯგუფებში
ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ მოწოდებები 4 ფეისბუკ ჯგუფში გაავრცელდა:
ფეისბუკ ჯგუფი |
|
თავისუფლება & ადამიანობა & დებატები & Freedom & Humanity & Debate & Live |
|
ჩვენ გვიყვარს საქართველო |
დროშის დაწვის მოწოდებების გაზიარებები ყალბ ანგარიშებზე
ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ მოწოდებებს პარტიის “ერთობა, რაობა იმედი” და მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი 5 ყალბი ანგარიშიც ავრცელებდა:
გააზიარა მსოფლიო საოჯახო კონგრესი X-ის ვიდეო, რომელშიც შოთა მამულაშვილი ევროკავშირის დროშას წვავს. |
|
გააზიარა შოთა მამულაშვილის ვიდეო, რომელშიც ევროკავშირის დროშას წვავს |
|
გააზიარა მოწოდება ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ |
|
ატვირთა ფოტოკოლაჟი, რომელზეც ევროკავშირის დროშის დაწვა არის ასახული. |
|
მალავს იდენტობას, ჯგუფში “კორონა მაფია” გააზიარა ქართველი კონსერვატორების პოსტი |