ვაქცინაში ნანორობოტების შესახებ კონსპირაციას გეიტსი “სულელურს და უცნაურს” უწოდებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

306
VIEWS

11 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა ნინო ბრეგაძემ ვაქცინების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ბერძენი კომპიუტერების სპეციალისტის იანის ბიძარაკის თქმით, ბილ გეიტსმა განაცხადა, თითქოს ვაქცინა ნანორობოტს შეიცავს და მეორე ინექცია  ელექტრონული ენერგიით მის ასამოქმედებლად არის საჭირო. ის ვაქცინაციას თვითმკვლელობას უტოლებს და აღნიშნავს, რომ ვაქცინა გენმოდიფიცირებულია და დნმ-ის შეცვლას ისახავს მიზნად. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანი ვაქცინის “შემოქმედის” კონტროლს ექვემდებარება.

იმავე დღეს იდენტური პოსტი ფეისბუკ მომხარებელმა Nona Agdgomelashvili-მ ჯგუფებში “შევაჩეროთ 5 G საქართველოში”, “ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!” და “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა” გაავრცელა, 12 იანავრს კი იდენტური ტექსტი ფეისბუკ გვერდმა “წმინდა მამათა გამონათქვამები” გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ ვაქცინა ნანორობოტს შეიცავს და  მტკიცება, რომ მისი საშუალებით ვაქცინირებული ადამიანის კონტროლი შესაძლებელია, კონსპირაციაა. სინამდვილეში ბილ გეიტსს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გარდა ამისა, სპელისტების შეფასებით ეს შეუძლებელიცაა.  

ბილ გეიტსის განცხადება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინაში ნანორობოტები ან მიკროჩიპებია განთავსებული, არ იძებნება. მსგავსი კონსპირაციის შესახებ ცნობები BBC-მ, CNBC-მ, Reuters-მადა Usatoday-მ გადაამოწმეს. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა BBC-სთან კომენტარში ვაქცინებში მიკროჩიპების განთავსების გეგმასთან ბილ გეიტსის დაკავშირება უარყო. თავად ბილ გეიტსმა 3 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხდა, რომ  მისთვის რთულიც კი არის ამ კონსპირაციის უარყოფა, რადგან ის “სულელური და უცნაურია”.

სააგენტო ფრანს-პრესს (AFP) გრიფიტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინფექციონისტმა ნიგელ მაკმელანმა განმარტა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვაქცინაში, მის ნანო ნაწილაკებში რობოტების ან კომპიუტერების ჩამონტაჟება წარმოუდგენელია. მისი თქმით:  “დღეს არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს ლიპიდურ ნანო ნაწილაკებში მოთავსების საშუალებას მისცემდა”.

ნანო ტექნოლოგია ნივთიერების ან მოწყობილობის ატომის ზომის მასშტაბებში შექმნაა. ნანო ნაწილაკები კი მიკროსკოპულ ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომლებიც 100 ნანო მეტრზე ნაკლები ზომისაა. ნანო მეტრის მემილიარდედ ნაწილს აღნიშნავს.

საიდანდ იღებს სათავეს კონსპირაცია, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ნანორობოტები/მიკროჩიპები შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში?

BBC-ის მიხედვით, აღნიშნული კონსპირაცია სათავეს 2020 წლის მარტიდან იღებს, როდესაც ბილ გეიტსმა ინტერვიუში განაცხადა “ციფრული სერტიფიკატების ” შესახებ, რომლებშიც გამოჯანრთელების, ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა განთავსებულიყო. თუმცა, აღნიშნული სერტიფიკატები  მიკროჩიპებს ან ნანო რობოტებს არ წარმოადგენენ.

გარდა ამისა, კონსპირაციის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევაც, რომლის თანახმად, იმუნიზაციასთან ერთად ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის სპეციალური მელნით კანქვეშ განთავსება არის შესაძლებელი. თუმცა, ეს ტექნოლოგია მიკროჩიპი არ არის და უფრო უხილავ ტატუს ჰგავს. კვლევაში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერის ანა ჯაკლენეკის (Ana Jaklenec) თანახმად,  მელანი პირადი ინფორმაციის მოპოვებისა და ადამიანზე თვალყურის დევნების საშუალებას არ იძლევა. ეს ტექნოლოგია მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში იმისათვის შემუშავდა, რომ სამედიცინო პერსონალმა  ბავშვის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიღება განვითარებად ქვეყნებში, იქ, სადაც გამართული სამედიცინი სისტემები არ არსებობს შეძლოს.  მელნით გაკეთებული წერტილი მხოლოდ 5 წელს გასტანს. საყურადღებოა, რომ ცდები მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული, მას ბავშვებზე ტესტირების ეტაპი არ გაუვლია და პრაქტიკაში არასოდეს გამოყენებულა.

კონსპირაცია, თითქოს ბილ გეიტსმა თქვა, რომ  ვაქცინის შექმნას ჩიპის სახით აპირებს, საქართველოში ოქტომბერშიც  ვრცელდებოდა. პოსტს  გეიტსის 2015 წლის TED Talk-ზე გამოსვლიდან აღებული ფოტო ჰქონდა დართული, სადაც მას მსგავსი რამ არ უხსენებია.


არქივის ბმულები:
ნინო ბრეგაძის პოსტი
“წმინდა მამათა გამონათქვამები”-ის პოსტი
Nona Agdgomelashvili-ს პოსტები: 1, 23


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist