20 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ და დავით ჯებაშვილი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც ქალები ვაგინის ფორმის კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. მათ ხელში შემდეგი წარწერის მქონე ბანერი უჭირავთ: “ვითხოვთ ახალ არჩევნებს. თავისუფლება ნაც-პატიმრებს”. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზეა გადაღებული.
ქალების ამსახველი ფოტო, რომელთაც ხელში ბანერი უჭირავთ, პროგრამულადაა დამუშავებული და წარწერა გაყალბებულია. ფოტო 2017 წლის ვაშინგტონის ქალთა მარშზეა გადაღებული და ბანერზე ეწერა: “I AM A WOMAN, HEAR MY PUSSY ROAR”.
რეალურად, ფოტო 2017 წელს ვაშინგტონში გამართული ქალთა მარშიდანაა და ორიგინალ ბანერზე გაკეთებული წარწერა საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასთან არანაირ კავშირში არაა. ბანერზე შემდეგი წარწერა იყო გაკეთებული: “I AM A WOMAN, HEAR MY PUSSY ROAR”.
ფოტო სხვადასხვა ფორუმზე 2017 წლის იანვარში, ქალთა მარშიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა.
ქალთა მარში ვაშინგტონში 2017 წლის 21 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ინაუგურაციის მომდევნო დღეს გაიმართა. მარშის მიზანი ტრამპის ქალთა უფლებებთან მიმართებით არსებული პოლიტიკის კრიტიკა და თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის ადვოკატირება იყო.
მარშზე ვაგინის ფორმის კოსტიუმი სხვა არაერთ მონაწილეს ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო მანიპულაციის ობიექტი აქამდეც გამხდარა. გარდა ამისა, ის ხშირად მიმების შექმნისა და ამ გზით ქალთა მარშის დაცინვის მიზნითაც გამოიყენება.
2018 წელს ფოტოს დამუშავებული ვერსია გერმანულენოვან წყაროებში ანტი-იმიგრაციულ კონტექსტში რამდენჯერმე გავრცელდა. ამ შემთხვევაში გაყალბებულ ბანერზე ეწერა – “WELCOME TO GERMANY”, ფოტოზე გამოსახულ ქალებს გერმანიის მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებთან აკავშირებდნენ და წერდნენ, რომ ისინი ქვეყანაში შემოსულ მიგრანტებს მატარებლის სადგურებზე ასე ეგებებიან.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებლების, ირაკლი ზაქარეიშვილისა და დავით ჯებაშვილის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციები, “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.