უკრაინული არმიის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი პოსტერის ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინული არმიის
58
VIEWS


16-19 ოქტომბერს რუსულენოვანი მედია – Российская газета და News Front, ასევე ფეისბუქ-მომხმარებლები (1; 2; 3; 4; 5) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინაში, სუმის ოლქში, იმ ადამიანებს, ვინც სამხედრო მობილიზაციისთვის თავის ამრიდებელი პირების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, სურსათის პაკეტებს ჰპირდებიან. 

ფეისბუქ პოსტებს თან ერთვის პოსტერის ფოტო, რომელზეც გამოსახულია ქალი სასურსათო კალათით ხელში. პოსტერზე დატანილია საკონტაქტო ინფორმაცია და  ტექსტი: “ეს ტატიანაა, ის ბედნიერია, რადგან პროდუქტების დიდი ნაკრები მიიღო. იმისთვის, რომ შენც იგივე მიიღო, გაუზიარე ინფორმაცია სამხედრო ვალდებულებისთვის თავის ამრიდებლების შესახებ რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიულ ცენტრს (ТЦК)”.

უკრაინული არმიის
უკრაინული არმიის

ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში, სუმის ოლქში, იმ ადამიანებს, ვინც სამხედრო მობილიზაციისთვის თავის ამრიდებელი პირების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ სურსათს ჰპირდებიან, დეზინფორმაციულია. აღნიშნულ ცნობას სუმის ოლქის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრი (ТЦК) და უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი უარყოფენ. ინფორმაცია არც ღია წყაროებით დასტურდება და არც რეპუტაციულ მედიას გაუშუქებია. 

პოსტერი, რომელიც სუმის ოლქის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის (ТЦК) სახელით ვრცელდებოდა და მისი საკონტაქტო მონაცემებით სარგებლობდა, ყალბია. ინფორმაციის გამავრცელებლები ერთსა და იმავე ფოტოს იყენებდნენ და არ არსებობს დამოუკიდებელი წყარო ან ამავე/მსგავსი პოსტერის ამსახველი სხვა ფოტო, რომელიც ცნობებს დაადასტურებდა.  

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი და სუმის ოლქის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრიც გამოეხმაურნენ და დაადასტურეს, რომ პოსტერი გაყალბებულია. 

სუმის ოლქის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის (ТЦК) განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია უკრაინული არმიის დისკრედიტაცია, მობილიზაციის პროცესის ჩაშლა და უკრაინელებში სამხედრო სტრუქტურების მიმართ უნდობლობის გაღვივება. 

არქივის ბმულები: 1; 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist